შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

შპს ”მადლი”

  • კომპანია: შპს "მადლი"
  • თანამდებობა / პროფესია: უროლოგი
  • გამოქვეყნებულია: 30-01-2019
  • ბოლო ვადა:

გვჭირდება კვალიფიციური უროლოგი სტაციონარში მუშაობის  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით.

  • რომელიც შეძლებს ვიდეო და დისტანციური კონსულტაციების განხორციელებას 
  • ექნება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა (ინტერნეტი მინ.-5მბ/წმ, კომპიუტერი ვიდეოთვალით).
  • ექნება კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური ცოდნა და გამოცდილება.
  • შეძლებს მოემსახუროს პაციენტებს ბინაზე ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ დროს (კონსულტაცია, მცირე მანიპულაცია).
  • ზუსტად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და საიტზე სამუშაოდ საჭირო ინსტრუქციებს.

შეგიძლიათ აირჩიოთ 1-ი ან მე-4 პუნქტი, ან ორივე ერთად.

სამუშაო დრო: ძირითადი სამსახურისგან თავისუფალი.

სამუშაო ადგილი: საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და რაიონული ცენტრი.

მოგვწერეთ, რომელ ქალაქში და მის მიმდებარე დასახლებებში შეგიძლიათ მოემსახუროთ პაციენტებს.

ხელფასი: გამომუშავებით - შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით