შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

ჩვენი ვებ-გვერდი www.bisamo.ge საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ კლინიკის მიერ შემოთავაზებული 20-30-40%-იანი ფასდაკლებებით კონსულტაციებზე, მანიპულაციებზე, დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ კვლევებზე

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა

 

DSC_0009 DSC_0011 P1140733 abul.kab

 

   დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურით და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით. კლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი უკვე შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში, კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარირსხის გაუმჯობესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო ლაბორატორიასთან. კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში პათოლოგიურად ჭარბწონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის, პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროგრამების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია, რისთივისაც კლინიკა აქტიურად ითანამშრომლებს არსებულ სარეაბილიტაციო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ზემოხსენებული პათოლოგიების მკურნალობით. 

ჭარბი წონა მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს აღენიშნება. პრობლემა, რომელიც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს!

სიმსუქნის და მეტაბოლურ დარღვევათა საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) ექსპერტთა შეხვედრის მონაწილე, ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი საქართველოში, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2014წ.) მედიცინის დოქტორი პროფესორი დავით აბულაძე, 30 აპრილამდე ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს ჭარბწონიანი პაციენტებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ ბარიატრიული ოპერაციები. აქციის პირობები ასევე ვრცელდება სხვადასხვა ქირურგიული პათოლოგიების (ნაღველკენჭოვანი დაავადება, თიაქრები, საყლაპავის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, ელენთის და ღვიძლის პათოლოგიები) მქონე პაციენტებისათვის.

ე.წ. ,,სიცოცხლის გადამრჩენელი“ ოპერაციების ლიდერი შემსრულებელი საქართველოში დავით აბულაძე, რომელმაც საფუძვლიანი სპეციალიზაცია გაიარა ბაზისურ ლაპარასკოპიაში ჯორჯიის შტატი (აშშ) ატლანტის სამედიცინო ცენტრში, იტალიაში ქ. მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიურ ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, ასევე ისრაელში რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში ბარიატრიულ ქირურგიაში - ინგლისში ქ. პორტსმუნტში დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში და ასევე მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მსვლელობის თანამონაწილე, მუდმივად ახლის ძიებასა და ათვისებაში. მას ეკუთვნის პირველი საკანდიდატო დისერტაცია საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამედიცინო პრესაში დაბეჭდილი 33 სტატიის ავტორი. პროფესორი დავით აბულაძე საქართველოში ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტი, მას უკვე ეკუთვნის 500-მდე შესრულებული კუჭის სახელოსებური რეზექციის წარმატებული ოპერაცია. 

ბოლო ათწლეულების მსოფლიო გამოცდილებამ დაადგინა, რომ ყველაზე კარგი ეფექტური წონის კლების მაჩვენებლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიხედვით აღინიშნება კუჭის ლაპარასკოპიული სახელოსებური რეზექციის დროს 21-ე საუკუნეში ბარიატრიულ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს დამსახურებულად მიენიჭა ,,სიცოცხლის გადამრჩენელი“ ოპერაციების სტატუსი. ბარიატრიული ქირურგია სწორედ ისეთი პრობლემების და დაავადებების მოსაცილებლადაა მიმართული სადაც წონა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ასეთია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძვალ-სახსართა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა მრავალი.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ოპერაციის 70% აფინანსებს სახელმწიფო ჯანმრთელობის სამინისტროში მოქმედი საყოველთაო პროგრამა. პაციენტის მომზადება წინასაოპერაციოდ ხდება ,,დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკა"-ში, ხოლო ბარიატრიული ოპერაცია სრულდება მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ კლინიკა ,,ინოვა"-ში მისამართი: სანდრო ეულის ქ.N7ა.

კონსულტაციაზე ჩაწერა პროფესორ დავით აბულაძესთან (ფალიაშვილის 39ა).

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია - გინეკოლოგია, უროლოგია, გასტროენტეროლოგია, შინაგანი მედიცინა, პულმონოლოგია, თვალის დაავადებები, დერმატოლოგია და ამ მიმართულებებით კლინიკასი თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ თავიანთ სფეროსი მოღვაწე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ექიმები. კლინიკის ულტრასონოგრაფიული ( ყველა სისტემის), კარდიო და პულმონოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კლინიკის ხელმძღვანელი - მუცლის ღრუს ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე; კარდიოლოგები: სერგო ორჯონიკიძე, მარიამ გრიგორიანი; გინეკოლოგები: ირაკლი ბერაძე, გურანდა ფხაკაძე; ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ირაკლი ფაღავა; ენდოკრინოლოგები: თამარ შერვაშიძე, ეკატერინე წაქაძე; ნევროლოგი - მედიცინის დოქტორი სოფიო მატარაძე; გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგი - პროფესორი თამარ გეგეშიძე; ოჯახის ექიმი - ხათუნა თაბაგარი; პედიატრები: მედიცინის დოქტორები - მარინა ნასრაშვილი, მაია სურვილაძე; დერმატოლოგები: სოსო კობახიძე, ქეთევან ხიშტოვანი, ლიკა ბარელაძე.

  

კონსულტაციაზე ჩაწერა:

 მანიპულაცია-დიაგნოსტიკა-ლაბორატორიის გვერდზე გადასვლა!

- საყურადღებოა, რომ კლინიკაში ლაბორატორიული ანალიზები კეთდება დახურული სისტემის 2015 წლის TOSOH-AIA-360 იაპონური აპარატით და ასევე იაპონური წარმოების რეაქტივებით; ექოსკოპია - 2015 წლის ბოლო თაობის ულტრაბგერითი იტალიური აპარატით (Esaote MyLabSix).

დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში ტარდება პერმანენტული საქველმოქმედო აქციები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომის ვეტერანთა და ა. შ. სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების სახით, რათა კლინიკა შეძლებისდაგვარად გვერდში ამოუდგეს ქვეყანაში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის პროგრამას.

კლინიკის მისამართია: ქ. თბილისი, ინდექსი 0179,  ფალიაშვილის ქ. N 39ა, ტელ.: 240-27-27, 240-28-28, ელ-ფოსტა: dac@abuladze.ge.

 



შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით