შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! დაგვიკავშირდით 551-83-01-01.                    საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     
დისტანციური კონსულტაცია

ინფორმაციის გაცვლა ხდება  OFF-LINE რეჟიმში - კონსულტანტი პაციენტის შესახებ ინფორმაციას იღებს ტექსტის და სურათების სახით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის გარეშე.

 

კონსულტაციის აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით მისაღებია და გამართლებული, როცა პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი (შემკვეთი) ექიმია. მას ნებისმიერი სხვა ბენეფიციარისგან განსხვავებით შეუძლია სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენების საშუალებით ზუსტი ფორმულირება მისცეს პაციენტის სტატუსს, ანამნეზს, ჩივილებს, ობიექტურ მონაცემებს, კვლევების შედეგებს. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონსულტანტი ადგენს წინასწარ დიაგნოზს, იძლევა რეკომენდაციებს შემდგომი გამოკვლევების და მკურნალობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში -დანიშნულებას. ჩვენი პროგრამა საშუალებას იძლევა შეკვეთის ფორმაზე მიებას პაციენტის მდგომარეობის აღმწერი ფოტო და ტექსტური ფაილები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სწორი დიაგნოზის დადგენისა და წარმატებული მკურნალობის ალბათობას.

დისტანციური/ვიდეო კონსულტაციების დანერგვა-გამოყენება პირველადი ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკას, შესაძლებელს გახდის დაავადებათა(უმეტეს წილს) ადგილობრივად მართვას, შეამცირებს მძიმე პათოლოგიების ჩამოყალიბების სიხშირეს და მკურნალობის ხარჯებს. 

რეკომენდებულია რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებისთვის (კონსულტაციას მიიღებთ საიტზე - პირად კაბინეტში,ოფიციალური ფორმით, ექიმის ხელმოწერით. შეძლებთ ამობეჭდვას და  პაციენტის ისტორიაში ჩაკვრას) 

შენიშვნა: დისტანციური სამედიცინო კონსულტაცია არ ცვლის ექიმთან სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს. ის მხოლოდ გეხმარებათ სწრაფად, ზედმეტი დროის  და ფინანსური ხარჯების გარეშე მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, რა გამოკვლევები გჭირდებათ, რომელი სპეციალობის ექიმთან-კონსულტაცია, მკურნალობის მიმართულება, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი და ა.შ.

 



შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით