შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! დაგვიკავშირდით 551-83-01-01.                    საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

ჩვენი მომხმარებლები არიან

  • ნებისმიერი ბენეფიციარი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • რეგიონული კლინიკები, ამბულატორიები, სამედიცინო დაწესებულებები და სოფლის ექიმები, რომლებსაც სჭირდებათ სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური ექიმების კონსულტაციები პაციენტების მკურნალობის ადგილზე მართვისთვის;
  • ქართულენოვანი ბენეფიციარები, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და აქვთ ინტერნეტზე წვდომა;
  • არატრანსპორტირებადი პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ სამედიცინო მომსახურება კლინიკაში მიუსვლელად - სახლში;
  • ბენეფიციარები, რომელთაც არ სურთ დაკარგონ ძვირფასი დრო რიგებში ან სამსახური არ აძლევთ ამის საშუალებას;
  • ბენეფიციარები, რომელთაც სურთ წინასწარ ჩაეწერონ სასურველ ექიმთან და ამასთან ერთად დაზოგონ ფინანსები;
  • პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ტრანსპორტირება ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორეში ან მეზობელ ქვეყნებში;

ჩვენი მიზანია

  • ხელმისაწვდომი გავხადოთ  პირველადი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ყველასთვის; შევამციროთ პაციენტსა და ექიმს შორის საკონტაქტო მანძილი და დრო;
  • მივცეთ სწორი მიმართულება პაციენტის მკურნალობას; გავზარდოთ ბენეფიციართა ინფორმატიულობა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების შესახებ;
  • შევუმსუბუქოთ მათ ნებისმიერ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფიზიკური და ფინანსური დისკომფორტი; 

სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი"

logoardi2

  • სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფის" ყველა დაზღვეული ბენეფიციარი მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას ვიდეო/დისტანციურ კონსულტაციებზე  და ბინაზე მომსახურების სერვისებზე. ასევე შეეძლება ისარგებლოს სხვა სერვისებზე ფასდაკლებებით ჩვენ საიტზე რეგისტრაციისა და  "არდი ჯგუფისგან" დადასტურების შემთხვევაში.
  • გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე.
  • დარეკეთ "არდის" ცხელ ხაზზე (99532) 2101010 და სთხოვეთ დაასტურონ თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები საიტის ადმინისტრაციაში.
  • რამდენიმე საათში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ შემოთავაზებული სერვისებით.
  • ავტორიზაციისას აირჩიეთ "შესვლა საიტის მომხმარებლებისთვის".

მომხმარებლის რეგისტრაცია - ავტორიზაცია

  •  ჩვენი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის და შემდგომი ავტორიზაციის შემდეგ;
  • რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად შეიქმნება თქვენი პირადი გვერდი, რომელზეც განთავსდება თქვენს მიერ შეკვეთილი კონსულტაციების პასუხები ოფიციალური ფორმის სახით და ექიმის ხელმოწერით, ლაბორატორიული კვლევების პასუხები, თანხის გადახდის ან დაბრუნების დადასტურება, კლინიკებში ჩაწერისა და ფასდაკლების ვაუჩერი. შესაძლებლობა გექნებათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ საჭირო ინფორმაცია, შეცვალოთ პირადი პარამეტრები.
  • საიტის მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ავტორიზაცია/რეგისტრაციის ღილაკის გააქტივების შემდეგ ეკრანზე გამოიტანს წარწერას: "ამოირჩიეთ მომხმარებელი". მასზე დაკლიკებით ჩამოიშლება ჩამონათვალი, რომელთაგანაც ამოირჩიეთ: "შესვლა საიტის მომხმარებლებისთვის".
  • პირველი ვიზიტისას გახსნილი ფანჯრის მარჯვენა ნაწილში შეიტანეთ თქვენი მონაცემები და გაიარეთ რეგისტრაცია.
  • ავტორიზაციიხ ველებში შეიტანეთ პირადი ნომერი, პაროლი და დააკლიკეთ შესვლის ღილაკს - ავტორიზაცია დასრულებულია.
  • ავტორიზაცია/რეგისტრაციის მწვანე ღილაკზე გამოჩნდება თქვენი პირადი ნომერი. 
  • მასთან კურსორის მიტანით ჩამოიშლება თქვენი პირადი კაბინეტის ქვეგვერდების ჩამონათვალი:
    • საიტზე თქვენი საიდენტიფიკაციო ნომერი;
    • "ჩემი შეკვეთები" - ამ გვერდზე განთავსდება ყველა თქვენს მიერ გაკეთებული შეკვეთა და მათზე მიმაგრებული ფაილები.
    • "წერილი ადმინისტრაციისგან" - ამ გვერდზე მიიღებთ შეტყობინებებს საიტის ადმინისტრაციისგან.
    • "ჩემი პარამეტრები" - ამ გვერდზე შეძლებთ რეგისტრაციისას შეტანილი ცვლადი პარამეტრების განახლებას.
    • "გასვლა" - ამ ღილაკის გააქტივებით უნდა დაამთავროთ საიტზე მუშაობა (მიზანშეწონილია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისთვის).

 

ფასდაკლების ვაუჩერი

  • ჩვენ საიტზე  მოქმედებს ვაუჩერული სისტემა ორ სერვისულ ჯგუფში: კლინიკებში ჩაწერა და ტრანსპორტირება. 
  • შეგიძლიათ ჩაეწეროთ სხვადასხვა კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე, მანიპულაცია-დიაგნოსტიკაზე, ოპერაციებზე, გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოიძახოთ რეანიმობილი პაციენტის (მიცვალებულის) ტრანსპორტირებისთვის ქალაქში, საქართველოს მასშტაბით ან მეზობელ ქვეყნებში  ფასდაკლების ვაუჩერის შეძენით - დაზოგავთ დროს და ფინანსებს.

C- 6

C-7

სერვისებზე წვდომა

- სერვისებზე წვდომა ხორციელდება მთავარ გვერდზე, მის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ხუთი ღილაკის საშუალებით. აირჩიეთ სასურველი მომსახურების ტიპი და დააკლიკეთ  ღილაკს შესაბამისი წარწერით.

ვის, სად და რომელი სერვისით შეუძლია სარგებლობა?

  • დისტანციური/ვიდეო კონსულტაცია - ყველას - ყველგან.
  • ბინაზე/კლინიკაში მომსახურება - ამჟამად მხოლოდ თბილისში.
  • ლაბორატორია - ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში.
  • კლინიკაში ჩაწერა - ყველას - თბილისის კლინიკებში.
  • ტრანსპორტირება - ნებისმიერს.

ასაკობრივი შეზღუდვა

საიტი განკუთვნილია 16 წელზე მეტი ასაკის პირთათვის.

ვინ გემსახურებათ?

- სხვადასხვა კლინიკებში მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე  სპეციალისტები, კლინიკები, ლაბორატორიები და სამედიცინო ორგანიზაციები.

სანავიგაციო ღილაკებია

  • მთავარი,
  • პერსონალი,
  • პარტნიორები,
  • ჩვენს შესახებ,
  • წესები,
  • რეკლამა,
  • ვაკანსია,
  • კონტაქტი,
  • ავტორიზაცია/რეგისტრაცია

საინფორმაციო ღილაკებია

  • ვიდეო ინსტრუქცია,
  • სამედიცინო კლასიფიკატორები
  • სამედიცინო ბლოგები (პროფილური ქვეგვერდები).

ფუნქციური ღილაკებია

  • დისტანციური/ვიდეო კონსულტაცია,
  • ბინაზე მომსახურება,
  • ლაბორატორია ბინაზე,
  • კლინიკებში ჩაწერა,
  • პაციენტის ტრანსპორტირება.

ძიება საიტზე

საძიებო ველში ჩანაწერის გაკეთებით შეგიძლიათ მოძებნოთ: 

  • კლინიკა.
  • ექიმი - სახელით, გვარით, სპეციალობით.
  • სპეციალობა- გამოიტანს ამ სპეციალობის ექიმებს.
  • დიაგნოსტიკური კვლევა - დასახელების მითითებით.
  • ლაბორატორიული კვლევა.
  • ტრანსპორტირების ტიპები.
  • სერვისები.

CHROME - სამუშაო ბრაუზერი

საიტზე შეუფერხებელი მუშაობისთვის გამოიყენეთ GOOGLE CHROME - ის ბრაუზერი.

შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ამ ბმულის საშუალებით:

https://www.google.com/chrome/browser/desktop/index.html

შემკვეთი ორგ.-ის და შემსრულებელთა ავტორიზაცია

საიტის მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ავტორიზაცია/რეგისტრაციის ღილაკის გააქტივების შემდეგ ეკრანზე გამოიტანს წარწერას: "ამოირჩიეთ მომხმარებელი". მასზე დაკლიკებით ჩამოიშლება ჩამონათვალი, რომელთაგან:

  • "შესვლა შემკვეთი ორგანიზაციებისთვის" - უნდა ამოირჩიონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისებით.
  • "შესვლა კონსულტანტებისთვის" - უნდა აირჩიონ სპეციალისტებმა, რომლებიც ასრულებენ ვიდეო/დისტანციურ და ბინაზე მომსახურების სერვისებს.
  • "შესვლა კლინიკებისთვის" -  უნდა აირჩიონ სამედიცინო ორგანიზაციებმა, რომლებიც საიტზე ჩაწერილ პაციენტებს ემსახურებიან თავიანთ კლინიკებში, ამბულატორიებში.
  • "შესვლა ლაბორატორიებისთვის" -  უნდა აირჩიონ ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ პაციენტთა ლაბორატორიულ კვლევებს ბინაზე ან სხვა კლინიკაში საიტიდან მიღებული შეკვეთების საფუძველზე.
  • "შესვლა ტრანსპორტირების ორგანიზაციებისთვის" - უნდა აირჩიონ ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ პაციენტთა ტრანსპორტირებას, სასწრაფო დახმარებას.
  • "ორგანიზაციების ხელმძღვანელები" - უნდა აირჩიონ იმ ორგანიზაციების დირექტორებმა, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობენ ჩვენ საიტთან.
    • ზემოთ ჩამოთვლილ მომხმარებელთა რეგისტრაციას ახორციელებს საიტის ადმინისტრაცია.

არჩეულ წარწერაზე დაკლიკებით გაიხსნება ფანჯარა ავტორიზაციის ველებით:

  • მომხმარებელი
  • პაროლი

შეიყვანეთ ადმინისტრაციისგან მოწოდებული კოდები შესაბამის ველებში და დააწექით შესვლის ღილაკს - ავტორიზაცია დასრულდებულია.

თუ დაგავიწყდათ ავტორიზაციის კოდები, უნდა დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას!!!!!

პაროლის აღდგენა სატიდან ავტომატურად შეუძლიათ მხოლოდ  დამოუკიდებლად რეგისტრირებულ გარეშე მომხმარებლებს.

ი / ვენური ინფუზიები (გადასხმა)

i.venuri 

თანამედროვე სამედიცინო რეგულაციებით აკრძალულია სახლის პირობებში მხოლოდ ექთნის მიერ ინტრავენური ინფუზიების განხორციელება. გართულებების თავიდან აცილების, ხოლო გართულებისას შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ჩვენ საიტზე შეგიძლიათ: 1. გაააქტიუროთ ღილაკი "მომსახურება ბინაზე/კლინიკაში" და გამოიძახოთ ექიმი, რომელიც შეასრულებს გადასხმას და სხვა მანიპულაციებს ან 2. შეიძინოთ ფასდაკლების ვაუჩერი და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომსახურების ფასში შედის სტანდარტული საინფუზიო ხსნარების ღირებულება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურება ხელმისაწვდომია შემდეგ ქალაქებში:

  • თბილისი
  • ახალციხე
  • ბათუმი
  • გურჯაანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თერჯოლა
  • ლანჩხუთი
  • მარტვილი
  • მცხეთა
  • რუსთავი
  • სამტრედია
  • ფოთი
  • ქარელი
  • ქობულეთი
  • ხაშური

 ნუ დადებთ სასწორზე თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოებას!

გადასვლა შეკვეთის გაფორმების გვერდზე - ბრიგადის გამოძახება

Skype -ში რეგისტრაცია

ვიდეო კონსულტაციების მისაღებად აუცილებელია იყოთ დარეგისტრირებული Skype - ში, რადგან ვიზუალური კონტაქტი სპეციალისტთან ხორციელდება Skype - ის საშუალებით.

რეგისტრაცია

თუ თქვენს მოწყობილობაში არ არის ჩატვირთული Skype, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბმულით.

 

პაროლის აღდგენა

 პაროლის აღდგენისთვის დარეკეთ ნომერზე - 551830101

J-7

სარეკლამო ბანერები

სამედიცინო ფოტო / ვიდეო გალერეა

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით