შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     



თუ გჭირდებათ

არაქირურგიული, ხერხემლისა და სახსრების (ოსტეოქონდროზის, მალთაშუა დისკოს თიაქრის, ხერხემლის გამრუდების, ართრიტის/ართროზის, კოქსართროზის 1 და 2  ხარისხის ) არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობა. მოტეხილობებისა და ტრავმების შემდგომი გამოჯანმრთელება. ქალთა ჯანმრთელობის კორექცია

 

მობრძანდით ჩვენთან

ექიმი ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ 110 ცენტრთაგან, რომლებიც მუშაობენ ს.მ. ბუბნოვსკის მეთოდიკის თანახმად როგორც რუსეთის ფედერაციაში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: ფინეთში, მონტენეგროს რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ირლანდიაში, კვიპროსზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ს.მ. ბუბნოვსკის მიერ შემუშავებულ მეთოდს საფუძვლად უდევს - მოძრაობით მკურნალობა (კინეზითერაპია). მეთოდი თავისთავად მოიცავს ვარჯიშთა სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლისა და მსხვილი სახსრების მიმდებარე ღრმა კუნთების გააქტიურებას. ამასთანავე აძლიერებს კუნთებში სისხლის მიმოქცევასა და აუმჯობესებს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების კვებას; შესაბამისად მათი მკურნალობა-აღდგენისათვის იქმნება ყველანაირი საჭირო პირობა.

სერთიფიცირებული სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურ ვარჯიშთა შესრულება, დაგეხმარებათ თქვენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ისეთი დაავადებათაგან განკურნებასა და თავიდან აცილებაში, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკოს თიაქარი, ართრიტი, ართროზი, ასევე ხელს შეგიწყობთ ტრამვის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში.

 

ს.მ. ბუბნნოვსკი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი მიხაილის ძე ბუბნოვსკი - ფუნქცია დარღვეულ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან დაკავშირებული, ურთულესი სისტემური დაავადებების, მკურნალობის ინოვაციური მიდგომის ავტორი, თანამედროვე კინეზითერაპიის დამაარსებელი (Kinesis - მოძრაობა, Therapia - მკურნალობა). ავტორი უნიკალური, დაპატენტებული მკურნალობის მეთოდის, სადაც თვითონ პაციენტია ჩართული მისივე გამოჯანმრთელების პროცესში.

დღეისობით ეს ერთადერთი რუსული სამკურნალო ტექნოლოგიაა, რომლის ექსპორტიც ხდება საზღვრებს გარეთ (ფინეთი, ინგლისი, აშშ, შვედეთი, დსთ-ს ქვეყნები). „ბუბნოვსკისეული“ კინეზითერაპიის მეცნიერული სიახლე დადასტურებულია მრავალი პატენტებით გამოგონებებზე მედიცინის სფეროში.

 

ს.მ. ბუბნოვსკი - მედიცინის სფეროში მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიის, წიგნისა და სტატიის ავტორი. მას ეკუთვნის საავტორო უფლებები მრავალ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ მეთოდებზე (პატენტები №2309721, №2142771, №2142772, №2158575, №2228778).

ს.მ. ბუბნოვსკის წიგნები: „ხერხემლის თიაქარი - არ არის სასიკვდილო განაჩენი!“, „ხერხემლისა და სახსრების გამოჯანმრთელება“, „ზურგის ტკივილები“, „გონივრული სხეულის ბუნება“, „ზურგისა და ხერხემლის თიაქრის ტკივილების მკურნალობა“, „მტკივნეული მხრის სინდრომი“ იქცნენ ბესტსელერებად იმ ადამიანთათვის, რომლებსაც სურთ იცხოვრონ სამკურნალო პრეპარატებისაგან დამოუკიდებლად.

 

ს.მ. ბუბნოვსკი - „ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და სპორტის“ ფონდის პრეზიდენტი, კინეზითერაპევტთა რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტი (მხოლოდ რუსეთში ბუბნოვსკის მეთოდით ფუნქციონირებს 50-ზე მეტი ცენტრი), ფუნქციური მდგომარეობის აღდგენისა და ფიზიკური რეაბილიტაციის კათედრის ხელმძღვანელი მოსკოვის ღია განათლების ინსტიტუტში.

2004 წლიდან ს.მ. ბუბნოვსკი „Kamaz-Master” გუნდის საველე ექიმად გვევლინება. მან დაამტკიცა მისი მკურნალობის უნიკალური სისტემის ეფექტურობა „პარიზი-დაკარი“-ს რალის ურთულეს პირობებში, სადაც გუნდის სერიოზულად დაშავებული 9 მრბოლელიდან 6 წარმატებით დაუბრუნა ასპარეზს.

პაციენტთა ფიზიკური რეაბილიტაციის და ფუნქციური მდგომარეობის აღდგენის მეთოდები, პრაქტიკულად, ჯანდაცვის ალტერნატიულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას იძლევა განკურნოს არა მარტო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, არამედ ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის, იმუნური სისტემისა და რესპირატორული დარღვევები. მკურნალობის მეთოდი განეკუთვნება ბუნებრივი მედიცინის სფეროს, ის ორიენტირებულია ადამიანის ორგანიზმის შინაგანი რეზერვების მობილიზაციისაკენ.

მკურნალობის მიზანი: ტკივილების მკურნალობა მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე. სრული ქმედუნარიანობის აღდგენა, ასევე ოპერაციის შემდგომი და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი ტრამვის რეაბილიტაცია.

დღეისათვის მედიცინის სფეროში, თანამედროვე კინეზითერაპია ექიმი ბუბნოვსკის მეთოდით არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი.

 

2) ექიმი ბუბნოვსკის მეთოდის შესახებ

 

    მეთოდის უნიკალურობა განისაზღვრება შემდეგში: პირველად მსოფლიო პრაქტიკაში, რიგ დაავადებათა სამკურნალოდ, ექმიმმა ს.მ. ბუბნოვსკიმ ქირურგიული ჩარევისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენების ნაცვლად მიმართა ადამიანის ორგანიზმის შინაგანი რესურსების მობილიზებას.

მკურნალობის ძირითად მეთოდათ გამოიყენება კინეზითერაპია (Kinesis - მოძრაობა + Therapia - მკურნალობა) - მკურნალობა სწორი მოძრაობებით. ორგანიზმზე ზეგავლენის განსახორციელებლად, ექიმი ბუბნოვსკის მეთოდიკის მიხედვით, გამოიყენება სპეციალურად შემუშავებული კომპლექსური ვარჯიშები მრავალფუნქციურ, დეკომპრესიისა და ანტიგრავიტაციის ფუნქციებით აღჭურვილ, სავარჯიშო მოწყობილობებზე (MTB I და MTB II). პაციენტს არ უწევს ზედმეტი ძალისხმევის გაწევა. აღარ ემუქრება მაღალი წნევისა და გადაღლილობის საფრთხე. პაციენტს მოძრაობას უადვილებს MTB სავარჯიშო მოწყობილობის ანტიგრავიტაციული სისტემა. მას მხოლოდ უხდება ზედმიწევნითი სიზუსტით და სიფრთხილით შეასრულოს მოძრაობები და ახსოვდეს: „სწორი მოძრაობები კურნავს - არასწორი ვნებს“.

თითოეული პაციენტისთვის მუშავდება ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მათ თავისებურებებს, ფიზიკური განვითარების დონეს, დაავადების სირთულეს და ზოგად ჯანმრთელობას. პროგრამა ასევე მოიცავს სპეციალურ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, რომელიც განკუთვნილია სახსრების მობილობის, კუნთების, იოგებისა და მყესების მოქნილობის გასაუმჯობესებლად. შედეგად ტკივილი ქრება, ხდება ღრმა კუნთების აქტივაცია, უმჯობესდება დაზიანებული ქსოვილების კვება, ხერხემალსა და სახსრებს უბრუნდებათ მობილობა, საგრძნობლად იზრდება მოძრაობის შესაძლებლობები, ქმედუნარიანობა, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

თავდაპირველად, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტებს ენიშნებათ გამარტივებული ვარჯიშები მინიმალური დატვირთვით. დროთა განმავლობაში პროგრამის სირთულე მატულობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარჯიშის დროს სწორ სუნთქვას, რომლის გარეშე მკურნალობა გამორიცხულია. სწორი სუნთქვის წესები მარტივია და მათი გამოყენება, სარეაბილიტაციო პროგრამის ნებისმიერ საფეხურზე, იძლევა მნიშვნელოვან სამკურნალო შედეგს.

კინეზითერაპიის ბუნებრივი მეთოდით მკურნალობისას არ გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. პროგრამის საწყისი ეტაპია კრიოგენული ჰიდროთერმული თერაპია ან საუნა რუსული აბანოს სტილში. ორთქლის ოთახში მოკლევადიანი (5-10 წუთი) გაჩერების შემდგომ ყინულის (4-6 0C) აბაზანის მიღება. ამ პროცედურას აქვს შესანიშნავი თერაპიული ეფექტი: ხსნის ტკივილს, იძლევა მაქსიმალურ საშუალებას დაზიანების გარეშე მაქსიმალურად ჭიმავს ხერხემლის მყესებს და სპაზმურ კუნთებს, ახშობს სახსრების გარშემო ქსოვილების ანთებით პროცესებს, აღადგენს ძალებს, ახდენს დაავადებასთან საბრძოლველად იმუნური სისტემის ბუნებრივ სტიმულირებას.

კინეზითერაპიის ერთი ან მეტი ციკლის ჩატარების შემდგომ (დამოკიდებულია კურსის მსვლელობის დროს პოზიტიური ცვილებების რაოდენობაზე) პაციენტები გადადიან ისეთი ტიპის პროგრამაზე, რომელიც გათვალისწინებულია მიღწეული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. შედეგად, ექიმი ბუბნოვსკის ცენტრის პაციენტები, არამხოლოდ თავს აღწევენ იმ პრობლემას, რომელმაც ისინი ამ ცენტრში მიიყვანა, არამედ ისინი ხდებიან უფრო ძლიერნი და ჯანმრთელნი; უძლებენ ისეთ დატვირთვას, როგორიც კინეზითერაპიამდე წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდათ. ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის ნაცვლად, ასეთი პაციენტები უბრუნდებიან ჯანმრთელი ადამიანის სრულყოფილ და ჯანაღ ცხოვრების წესს.

 

ექიმი ბუბნოვსკის მეთოდების გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, არამედ ასევე იძლევა შესაძლებლობას მოხსნას მედიკამენტებზე დამოკიდებულება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ჰიპერტონული დაავადება, ბრონქიალური ასთმა, II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ენდოგენური დეპრესია, (დამოკიდებულების) მოხსნის სინდრომი, მენჯის ორგანოთა დაავადებანი - პროსტატიტი, ადნექსიტი და სხვ.

შემუშავებულია სასწავლო პროგრამები ორსულ ქალთათვის, რათა თავიდან აიცილონ ზურგის ტკივილები, ჭარბწონიანობა და ვენების ვარიკოზული გაფართოება. შემუშავებულია პროფილაქტიკური და სამკურნალო პროგრამები ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ არასწორი აღნაგობა და აწუხებთ ხერხემლის პრობლემები. ასევე არსებობს სპეციალური პროგრამები ხანში შესულთათვის (გერონტოლოგიის კურსი).

 

„ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ არ იავადმყოფოს, რათა განიკურნოს და დაიბრუნოს ცხოვრების სიხარული. ჩვენც ზუსტად ამით ვართ დაკავებულები - ვუმკლავდებით ურთულეს დაავადებებს და ადამიანებს ვუბრუნებთ სრულყოფილ ქმედუნარიანობას, აფთიაქში გაგზავნის გარეშე.“

 

რატომ გამოიყენება MTB ტიპის სავარჯიშო მოწყობილობა #1 სამკურნალო საშუალებად?

პაციენტს არ უწევს ზედმეტი ძალისხმევის გაწევა, აღარ ემუქრება მაღალი წნევისა და გადაღლილობის საფრთხე. აღნიშნულ დისკომფორტს უმკლავდება MTB-ის ანტიგრავიტაციული სისტემა. პაციენტს მხოლოდ უწევს სწორი მოძრაობების გაკეთება. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე პაციენტი თანდათანობით დამოუკიდებლად ეუფლება ასეთ მოძრაობებს და სავარჯიშო მოწყობილობას დამხარე პარტნიორის ფუნქცია ენიჭება, მასთან ერთად უფრო საინტერესო ხდება ვარჯიში. ამასთანავე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყველას ვინც ჩვენს ცენტრში მოდის, ვთავაზობთ მათთვის ინდივიდუალურად შემუშავებულ პროგრამას. თითოეული პაციენტის განკურნებას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება! ასეთია რეალობა! როდესაც ყველას ვისაც ზურგის ტკივილები აწუხებს უნიშნავენ ერთნაირ პრეპარატებს და ელოდებიან თუ როდის სასწაულებრივად განიკურნება და სრულიად გამოჯანმრთელდება მათი ორგანიზმი - ეს უტოპიაა! ეს არის ჯანმრთელობაზე თამაში! და ბოლოს, ეს ხომ პრიმიტიულია!

 

არჩევანი თქვენია. გააგრძელოთ ტაბლეტების თვითგანადგურებამდე მიღება, თუ აღიდგინოთ თქვენი ჯანმრთელობა! ჩვენ ამ უკანასკნელს გთავაზობთ! ასეც ხდება ხოლმე! ჩვენთან ხშირად უკანასკნელ იმედად მოდიან!

 

4) ოსტეოქონდროზის მკურნალობა

დაივიწყეთ ზურგის ტკივილები (ოსტეოქონდროზი, მწვავე ტკივილები ხერხემლის, წელის, კისრისა და გულმკერდის არეში)

 

კითხვა: კურნავთ თუ არა თქვენ ზურგის მწვავე ტკივილებს?

პასუხი: ჩვენ ცენტრში ვმკურნალობთ ხერხემლის კისრის, გულმკერდისა და წელის არეებში მწვავე ტკივილებს. ექიმი ბუბნოვსკის მეთოდიკით მკურნალობა საშუალებას იძლევა არამხოლოდ ბოლომდე გააქროს ტკივილი, არამედ გაგიწიოთ პროფილაქტიკური ზეგავლენა რათა მომავალში აგარიდოთ აღნიშნული სიმპტომები.

 

კითხვა: რა იწვევს ზურგის ტკივილებს?

პასუხი: ხერხემალს არ შეუძლია განიცადოს ტკივილი. სამაგიეროდ ეს შეუძლიათ კუნთებს, იოგებს და მყესებს. ზურგის ტკივილის მიზეზი - ქსოვილების შეშუპება და კუნთების სპაზმა. (დაწვრილებით). ზურგის ტკივილები, როგორც წესი, ჩნდება მოდუნებული კუნთების (დაჭიმვის და გადატვირთვის) დროს. ტკივილი შეიძლება იყოს მოულოდნელი და ძლიერდებოდეს მოძრაობის დროს, მისი გამოწვევის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც აძლიერებს ხერხემალზე ზეწოლასა და დატვირთვას: სავარძელზე ან მანქანის საჭესთან წელში მოხრილი ჯდომა, სხეულის არასწორი აღნაგობა, სიმძიმეების არასწორად აწევა, არაშესაფერის ლეიბზე ძილი, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ან გადატვირთვა სპორტის დროს.

 

კითხვა: რა არის ოსტეოქონდროზი?

პასუხი: ოსტეოქონდროზი - ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. როგორც წესი, ოსეტეოქონდროზი იწყება ხერხემლის გარკვეულ ადგილას ტკივილის შეგრძნებით. ამ ეტაპზე ოსტეოქონდროზი თავს იჩენს მალთაშუა დისკოს სტრუქტურის ცვლილებისას, რის შედეგადაც ხერხემალი თანდათან კარგავს მოქნილობას და მობილობას. როდესაც ოსტეოქონდროზი პროგრესირებს, ცვლილებებს განიცდის თავად მალებიც. ოსტეოქონდროზი - ფრიად გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც დედამიწის ყოველი მეორე მოსახლეა დაავადებული. ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია - ნაკლებად მოძრავი ცხოვრების სტილი, ხერხემლისა და ზურგის მიმდებარე კუნთების განუვითარებლობა, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების კვება და სისხლის მიმოქცევა (დაწვრილებით).

 

როგორ ხდება ექიმი ბუბნოვსკის მეთოდით ოსტეოქონდროზის მკურნალობა?

ექიმი ბუბნოვსკის ცენტრში ხორციელდება ოსტეოქონდროზის ყველანაირი ფორმის ეფექტური მკურნალობა. მკურნალობა მიმართულია კუნთების ანთების, შეშუპების და მოდუნების აღმოსაფხვრელად. ამის საშუალებას იძლევა ექიმი ბუბნოვსკის მიერ შემუშავებული ვარჯიშების უნიკალური სისტემა. ოსტეოქონდროზის მკურნალობის დაწყებამდე, წინასწარი კონსულტაციების დროს, ექიმი ატარებს მიოფასციალურ გამოკვლევას, ავლენს დაზიანებულ ადგილს, აფასებს კუნთების მდგომარეობას, აანალიზებს დაავადების კლინიკურ სურათს. ეს შეიძლება იყოს საკრალური, წელის (ლუმბალური), გულმკერდისა და საშვილოსნოს ყელის ოსტეოქონდროზი. თითოეული მათგანისთვის განკუთვნილია სხვადასხვა სახის კომპლექსური ვარჯიშები. ერთის მხრივ, თითოეული ვარჯიში განტვირთავს ხერხემალს, მეორეს მხრივ კი - აღადგენს ხერხემლის ირგვლის კუნთებში სისხლის მიმოქცევას, ხსნის ტკივილს და აქრობს სპაზმებს. ექიმი ბუბნოვსკის მეთოდებით ოსტეოქონდროზის მკურნალობა უბრუნებს ადამიანს სრულფასოვან ქმედუნარიანობას და უუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

 

კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ექიმი ბუბნოვსკის მრავალფუნქციურ სავარჯიშო მოწყობილობებზე ვარჯიშები გაცილებით ეფექტურია სახლში ვარჯიზე: იმისათვის, რომ ოსტეოქონდროზის მკურნალობა იყოს შედეგიანი და ხერხემლალმა მიიღოს სწორი დატვირთვა, საჭიროა გაცილებით ნაკლები სავარჯიშოების შესრულება, და ეს ყველაფერი ხდება უმტკივნეულოდ, რადგანაც დატვირთვის ნაწილს სავარჯიშო მოწყობილობა თავის თავზე იღებს.

 

ექიმი ბუბნოვსკის სავარჯიშო მოწყობილობებზე ხერხემალზე ზეწოლა მინიმალურია, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, ნებისმიერ მდგომარეობაში - ურთულესშიც კი, აძლევს ვარჯიშის საშუალებას. ოსტეოქონდროზის მკურნალობის პრინციპია დატვირთვების ეტაპობრივი ზრდა. პროგრამა ყველასათვის ინდივიდუალურია, პაციენტთა ტრამვისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ქეთევან წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქუჩა 50/18, 0144 Tbilisi, Georgia

ტელ: 032 274 88 99

სამუშაო საათები:

სამუშაო დღეები  09:00 – 20:00

შაბათი 09:00 – 18:00

https://www.facebook.com/DoctorBubnovskygeo/timeline



შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით