ინფორმაციის გაცვლა ხდება OFF-LINE რეჟიმში - კონსულტანტი პაციენტის შესახებ ინფორმაციას იღებს ტექსტის და სურათების სახით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის გარეშე.
კონსულტაციის აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით მისაღებია და გამართლებული, როცა პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი (შემკვეთი) ექიმია. მას ნებისმიერი სხვა ბენეფიციარისგან განსხვავებით შეუძლია სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენების საშუალებით ზუსტი ფორმულირება მისცეს პაციენტის სტატუსს, ანამნეზს, ჩივილებს, ობიექტურ მონაცემებს, კვლევების შედეგებს. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონსულტანტი ადგენს წინასწარ დიაგნოზს, იძლევა რეკომენდაციებს შემდგომი გამოკვლევების და მკურნალობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში -დანიშნულებას. ჩვენი პროგრამა საშუალებას იძლევა შეკვეთის ფორმაზე მიებას პაციენტის მდგომარეობის აღმწერი ფოტო და ტექსტური ფაილები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სწორი დიაგნოზის დადგენისა და წარმატებული მკურნალობის ალბათობას.
დისტანციური/ვიდეო კონსულტაციების დანერგვა-გამოყენება პირველადი ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკას, შესაძლებელს გახდის დაავადებათა(უმეტეს წილს) ადგილობრივად მართვას, შეამცირებს მძიმე პათოლოგიების ჩამოყალიბების სიხშირეს და მკურნალობის ხარჯებს.
რეკომენდებულია რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებისთვის (კონსულტაციას მიიღებთ საიტზე - პირად კაბინეტში,ოფიციალური ფორმით, ექიმის ხელმოწერით. შეძლებთ ამობეჭდვას და პაციენტის ისტორიაში ჩაკვრას)
შენიშვნა: დისტანციური სამედიცინო კონსულტაცია არ ცვლის ექიმთან სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს. ის მხოლოდ გეხმარებათ სწრაფად, ზედმეტი დროის და ფინანსური ხარჯების გარეშე მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, რა გამოკვლევები გჭირდებათ, რომელი სპეციალობის ექიმთან-კონსულტაცია, მკურნალობის მიმართულება, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი და ა.შ.