შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი

არაქირურგიული, ხერხემლისა და სახსრების (ოსტეოქონდროზის, მალთაშუა დისკოს თიაქრის, ხერხემლის გამრუდების, ართრიტის/ართროზის, კოქსართროზის 1 დახარისხის ) არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობა. მოტეხილობებისა და ტრავმების შემდგომი გამოჯანმრთელება. ქალთა ჯანმრთელობის კორექცია.

ექიმი ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ 110 ცენტრთაგან, რომლებიც მუშაობენ ს.მ. ბუბნოვსკის მეთოდიკის თანახმად როგორც რუსეთის ფედერაციაში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: ფინეთში, მონტენეგროს რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ირლანდიაში, კვიპროსზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ს.მ. ბუბნოვსკის მიერ შემუშავებულ მეთოდს საფუძვლად უდევს - მოძრაობით მკურნალობა (კინეზითერაპია). მეთოდი თავისთავად მოიცავს ვარჯიშთა სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლისა და მსხვილი სახსრების მიმდებარე ღრმა კუნთების გააქტიურებას. ამასთანავე აძლიერებს კუნთებში სისხლის მიმოქცევასა და აუმჯობესებს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების კვებას; შესაბამისად მათი მკურნალობა-აღდგენისათვის იქმნება ყველანაირი საჭირო პირობა.

სერთიფიცირებული სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურ ვარჯიშთა შესრულება, დაგეხმარებათ თქვენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ისეთი დაავადებათაგან განკურნებასა და თავიდან აცილებაში, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკოს თიაქარი, ართრიტი, ართროზი, ასევე ხელს შეგიწყობთ ტრამვის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში.

ტელ. ნომერი - 274-88-99                                                           

მისამართი: ქ. თბილისი, ქ. წამებულის 50/18, შესასვლელი ბოჭორმის ქუჩის მხრიდან.

E-mail:  info@bubnovsky.ge

დ. აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურით და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით. კლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი უკვე შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში, კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარირსხის გაუმჯობესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო ლაბორატორიასთან. კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში პათოლოგიურად ჭარბწონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის, პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროგრამების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია, რისთივისაც კლინიკა აქტიურად ითანამშრომლებს არსებულ სარეაბილიტაციო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ზემოხსენებული პათოლოგიების მკურნალობით.

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია - გინეკოლოგია, უროლოგია, გასტროენტეროლოგია, შინაგანი მედიცინა, პულმონოლოგია, თვალის დაავადებები, დერმატოლოგია და ამ მიმართულებებით კლინიკასი თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ თავიანთ სფეროსი მოღვაწე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ექიმები. კლინიკის ულტრასონოგრაფიული ( ყველა სისტემის), კარდიო და პულმონოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კლინიკის ხელმძღვანელი - მუცლის ღრუს ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე; კარდიოლოგები: სერგო ორჯონიკიძე, მარიამ გრიგორიანი; გინეკოლოგები: ირაკლი ბერაძე, გურანდა ფხაკაძე; ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ირაკლი ფაღავა; ენდოკრინოლოგები: თამარ შერვაშიძე, ეკატერინე წაქაძე; ნევროლოგი - მედიცინის დოქტორი სოფიო მატარაძე; გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგი - პროფესორი თამარ გეგეშიძე; ოჯახის ექიმი - ხათუნა თაბაგარი; პედიატრები: მედიცინის დოქტორები - მარინა ნასრაშვილი, მაია სურვილაძე; დერმატოლოგები: სოსო კობახიძე, ქეთევან ხიშტოვანი, ლიკა ბარელაძე.

დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში ტარდება პერმანენტული საქველმოქმედო აქციები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომის ვეტერანთა და ა. შ. სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების სახით, რათა კლინიკა შეძლებისდაგვარად გვერდში ამოუდგეს ქვეყანაში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის პროგრამას.

კლინიკის მისამართია: ქ. თბილისი, ინდექსი 0179,  ფალიაშვილის ქ. N 39ა, ტელ.: 240-27-27, 240-28-28, ელ-ფოსტა: dac@abuladze.ge

 

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი

საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ორი დაწესებულების შპს „ ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის“ (მდებარე კონსტიტუციის ქ.4) შერწყმა სს „კანისა  და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან“ (მდებარე ნინოშვილის ქ.55). ამ კედლებში აღიზარდა საქართველოს დერმატოვენეროლოგთა მრავალი თაობა. მათ შორის ბევრი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, რომლებიც მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილებით და ტრადიციებით აგრძელებენ მუშაობას შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნულ ცენტრში“. ცენტრში მუშაობს შემდეგი დეპარტამენტები:

დერმატოლოგიური,“ დერმატო-კოსმეტოლოგიური,“ სქესობრვი გზით გადამდებ დაავადებათა, ვირუსული ინფექციები,“ ანდროლოგიური,“ განყოფილება „ჯანმრთელობის კაბინეტი,“ პუვა - თერაპიის კაბინეტი,“ სექსოლოგიის კაბინეტი,“ პოდოლოგიური კაბინეტი,“ ჰიდროკოლონოთერაპიიის კაბინეტი,“ სტაციონარული განყოფილება, 

ცენტრი ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ.5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).

 ტელ.: 2-95-77-44 ;  2-95-46-43;  2-95-06-26;   მობ.:  574-77-07-47

 

სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი

- სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი წამყვანი დაწესებულებაა ამიერკავკასიაში პარაზიტულ დაავადებათა კვლევისა და მკურნალობის სფეროში. ინსტიტუტი წარმოადგენს ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მონოპროფილურ კლინიკას, რომელიც აღჭურვილია პარაზიტოზებზე კვლევისათვის საჭირო ყველა სამკურნალო და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული ტექნოლოგიებით. ინსტიტუტის  ბაზაზე სრულდება სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა” და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სამედიცინო პარაზიტოლოგიაში, ხოლო თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში. ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ მათი მოთხოვნილებების  გათვალისწინებით ხდება.

- ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი პაციენტებს სთავაზობს ყველა პარაზიტული დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, ტროპიკული ქვეყნების ვიზიტიორებისათვის ვაქცინაციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას (მოგზაურთა მედიცინა). გარდა სპეციფიური პარაზიტოლოგიური კვლევებისა, ინსტიტუტში შესაძლებელია ულტრაბგერითი, ელექტროკარდიოგრაფიული, კლინიკური, ბიოქიმიური კვლევების ჩატარება.

 

ტელ. ნომერი: (+995) 032 2131747 

მისამართი: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. N18

E-mail: medpari@yahoo.com

 

მედიკორი

სრული ამბულატორიული მომსახურება პოლიტკოვსკაიას N8-ში!

თქვენ განკარგულებაში არიან:

- ოჯახის ექიმი,  პედიატრი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, გასტროენტეროლოგი.

- კლინიკა მედიკორში შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  • ლაბორატორიული კვლევები,
  • ექოსკოპია.

ჩვენი ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი გთავაზობთ:

  • პლაზმოლიფტინგს,
  • სახის წმენდას,
  • პილინგს, 
  • მეზოთერაპიას,
  • ბიორევიტალიზაციას,
  • კონდილომების და პაპილომების ელექტროკოაგულაციას.

ჩვენი პარტნიორები არიან სადაზღვევო კომპანიები:

  • ჯი-პი-აი ჰოლდინგი
  • არდი ჯგუფი
  • უნისონი

თქვენს ჯანმრთელობაზე  ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N8,

ტელ.: 2302002;  ელ-ფოსტა: info@medicore.ge

ევროდენტი

 ეს არის:

1. ყველასათვის მისაღები სტომატოლოგიური მომსახურება - პაციენტს ეძლევა უფლება აირჩიოს მკურნალობის  მისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული გზა ; 

2.  ხარისხის გარანტია - ჩვენი ექიმების სტაჟი ითვლის 5-20 წელს. ისინი არიან აქტიური მონაწილენი საერთაშორისო  კონფერენციებისა და გამოფენების ; 

3. ეს არის წელიწადში 1000 მეტი ახალი პაციენტი ; 

4. ეს არის თანამედროვე აღჭურვილობა და მასალები ; 

5. აქ სტერილურობა და უსაფრთხოება პირველ ადგილზეა !!! 

6. აქ  წელიწადში ორჯერ მოქმედებს ფასდაკლების აქცია, მაგრამ ვებ-გვერდის bisamo.ge-ს საშუალებით თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ ჩვენი ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში.

რატომ ,,ევროდენტი''??? 

აქ გეგეებათ ძალზედ კეთილგანწყობილი და კვალიფიციური პერსონალი, რომელიც შეგიქმნით შინაურ ატმოსფეროს და იზრუნებს თქვენი ღიმილის სილამაზეზე.

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 14-, ტელ.:   218 - 16 - 61

ენმედიცი-წინანდლის N9

შპს  „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი,, ენმედიცი“წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. 

2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001:2008

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორიული სამსახური გთავაზობთ 1000-მდე სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, ჰისტო-მორფოლოგია, ციტოლოგია, გენეტიკა, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია. თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა: Abbott, Siemen’s Healthcare Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bayer Diagnostics, Dao, Spinreact, BPS Biosed, Radim და სხვა. მსოფლიო ლიდერების აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები არის შედეგების სიზუსტის გარანტი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არამარტო შედეგების სიზუსტეზე, არამედ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე. ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ჩვენ ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ საერთაშორისო სტანდარტს. "ენმედიცი"-ს ლაბორატორია ერთ-ერთი ლიდერთაგანია საქართველოს რეალობაში. კლინიკაში მუდმივად წარმოებს სიახლეების ძიება და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რათა შენარჩუნებული იყოს ეს როლი.

ლაბორატორიული ნიმუშების აღება ხდება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების სრული დაცვით სტანდარტის შესაბამისად, ხოლო მიღებული მასალის ტრანსპორტირება ლაბორატორიაში სპეციალური პნევმატური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით მიმდინარეობს, რაც ნიმუშების დაუყოვნებლივი მიღების საშუალებას იძლევა.

ამ ლაბორატორიაში დაინერგა საქართველოში პირველად იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდი, რომელიც დღეს რუტინულ დიაგნოსტიკურ მეთოდად გამოიყენება. ასევე, პირველად საქართველოში დაინერგა საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი, რომელიც ეფუძნება IgG-ის დონის განსაზღვრას სიხლში 221 საკვები პროდუქტის მიმართ. 

ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი

კლინიკური მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. დიაგნოსტიკური გამოკვლევების სიზუსტე მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამედიცინო სპეციალობისთვის.

ორგანიზმში არსებული დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი ნორმალიზაციისთვის მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ხშირად შეუძლებელია მხოლოდ უშუალო საექიმო გასინჯვით ან თუნდაც ულტრათანამედროვე ინსტრუმენტული კვლევის მეთოდების გამოყენებით. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში უპირველეს ყოვლისა საჭიროა ზუსტი, მაღალხარისხოვანი  ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ანალიზების სიზუსტე, ლაბორატორიაში სხვა პროცედურებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს ხარისხის შეფასება. ამ მიზნით კლინიკა ,,ენმედიცი“ რეგულარულად მონაწილეობს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლის პროგრამაში.

შიდა კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების კრიტიკულ შეფასებას ნიმუშის შემოსვლიდან შედეგების გაცემის ჩავლით და ლაბორატორიის ცალკეული სეგმენტის კონტროლს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხარისხის გარე კონტროლი. კლინიკა „ენმედიცი“-ს ლაბორატორია მონაწილეობს ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის („Schreibersite’s Zen rum for Qualitätskontrolle“) მიერ. აღნიშნული პროგრამით ტარდება ლაბორატორიული ანალიზების გეგმიური ხარისხის კონტროლი წელიწადში ოთხჯერ, შემდეგ ხდება ჩვენი ლაბორატორიის შედეგების ინტერპრეტაცია, შეფასება და სერტიფიცირება ინტერნაციონალურ დონეზე.

ყოველწლიურად წარმატებით გავლილი შემოწმება შედეგების სანდოობის დადასტურებაა.  მაღალი ხარისხის ამომწურავი დიაგნოსტიკური კვლევები ლაბორატორიას საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს.

 

ენმედიცი-ბათუმი

უკვე ბათუმში

მისია - სანდო და გარანტირებულად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თითოუელ მომხმარებელს.

ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

 დაწესებულება წარმოადგენს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია მრავაპროფილური სამედიცინო მომსახურებისა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის მიღება.

  ლაბორატორია სარგებლობს მსოფლიოში  ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. ლაბორატორია აწარმოებს ხარისხის შიდა კონტროლს და მონაწილეობს ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში.

ჩვენი კლინიკა წარმოადგენს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დაწესებულებას.

კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, კვლევის უახლესი მეთოდები, თანამედროვე აპარატურა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, გამართული მენეჯმენტი - ეს არის შ.პ.ს.  ,,ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი“. 

ემერჯენსი სერვისი

   „ემერჯენსი სერვისი“-ს ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. კომპანია დაარსდა 2009 წელს და აქვს 19 ფილიალი შემდეგ ქალაქებში, რეგიონებსა და მიმდებარე რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ხაშური, რუსთავი, ჭიათურა,  საგარეჯო, გორი,  გურჯაანი, ზესტაფონი, მარნეული, ქუთაისი  სამტრედია, კასპი, ლანჩხუთი,  ქარელი, ოზურგეთი, საჩხერე,  ბოლნისი, ზუგდიდი.

   კომპანიას დღეის მდგომარეობით გააჩნია 35 შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი რეანომობილი, მათ შორის 3 მაღალი გამავლობის ჯიპი მაღალმთიან რაიონებიდან პაციენტის ტრანსპორტირებისთვის. რეანიმაციული, კარდიოლოგიური, თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული და ნეონატოლოგიური ბრიგადების მომსახურება. დაკომპლექტებულია მაღლკვალიფიციური  მედ.პერსონალით. ჩვენი ტრეინინგ ცენტრი ახორციელებს შიდა ტრეინინგებს ექიმების უწყვეტი სამედიცინო პროფესიული განათლებისათვის (უპგ), რაც უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. კომპანიაში დასაქმებულია 385თანამშრომელი.

   „ემერჯენსი სერვისი“ ჩართულია სახელმწიფო რეფერალური ტრანსპორტირების  პროგრამაში (სასწრაფო გადაუდებელი  დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამა).

  „ემერჯენსი სერვისი“ გახლავთ საქართველოში უმსხვილესი საავადმყოფოთა გაერთიანებების: კორპორაცია ევექსის და ჯეო-ჰოსპიტალსი-ს ექსკლუზიური პარტნიორი. სასწრაფო გადაუდებელი ტრანსპორტირებების ფარგლებში მათთვის ერთადერთი სერვისის მიმწოდებელია, შესაბამისად მთელი საქართველოს მაშტაბით უმოკლეს დროში ხორციელდება პაციენტების კლინიკებთან შეთანხმება და ტრანსპორტირება.აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
შპს „ემერჯენსი სერვისი“ ძირითადი პარტნიორია სპორტულ ფედერაციების: ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი, ძიუდო. კომპანიის გადაუდებელი სამედიცინო ბრიგადები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთო-სათხილამურო შეჯიბრის - ,,სუხია-2010-2011-2012-2013’’ პროექტში.

 „ემერჯენსი სერვისი“ სპონსორია 2015 წლის ევროპის ზაფხულის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში. 2015 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პროექტის თანამონაწილეა. ასევე მონაწილეობას იღებს პროექტში და სამედიცინო მომსახურებას უწევს ქუთაისის დ. აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის თანამშრომლებს  2014 წლიდან დღემდე.
  „ემერჯენსი სერვისი“ ძირითადი კონტრაქტორია სადაზღვევო კომპანიების: ჯიპიაი ჰოლდინგი-ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ალდაგი,  იმედი L, ალფა, უნისონი, არდი, ქართუ. ძირითადი მომხმარებელია  კერძო სექტორი.
  „ემერჯენსი სერვისმა“ მომსახურების სფეროს გაფართოების მიზნით შექმნა ქსელი და მასში გააერთიანა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი: „კარდიო სერვისი“, „009“.
  „ემერჯენსი სერვისი“-ს შვილობილი კომპანია შპს “ჰოსპიტალ სერვისი“ ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობასა და ხანდაზმული და ქრონიკული პაციენტების ბინაზე მოვლას. შპს “ჰოსპიტალ სერვისი“ ასევე ფლობს ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში  პალიატიური მზრუნველობის კლინიკებს.
  “ემერჯენსი სერვისი” -ის უპირველესი მიზანია, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნების პირობებში, პრიორიტეტულად ჩაითვალოს ქვეყნის მოსახლეობის მაღალხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელს და წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ადექვატურობას დასახული მიზნის მისაღწევად, რის საფუძველზეც კომპანია მუდმივად ხვეწს და ანვითარებს თავის საზღვრებში არსებულ სამედიცინო მომსახურებას, პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ და ეფექტურ დახმარებას. 

 

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით