იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენთვის შეიქმნება პირადი გვერდი, რომელზეც განთავსდება ჩვენ საიტთან თქვენი ურთიერთობის ამსახველი ყველა დოკუმენტი.
==================================================================
საიტის მომხმარებლებისთვის:
- ჩვენი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის და შემდგომი ავტორიზაციის შემდეგ;
- რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად შეიქმნება თქვენი პირადი გვერდი, რომელზეც განთავსდება თქვენს მიერ შეკვეთილი კონსულტაციების პასუხები ოფიციალური ფორმის სახით და ექიმის ხელმოწერით, ლაბორატორიული კვლევების პასუხები, თანხის გადახდის ან დაბრუნების დადასტურება, კლინიკებში ჩაწერისა და ფასდაკლების ვაუჩერი. შესაძლებლობა გექნებათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ საჭირო ინფორმაცია, შეცვალოთ პირადი პარამეტრები.
- საიტის მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ავტორიზაცია/რეგისტრაციის ღილაკის გააქტივების შემდეგ ეკრანზე გამოიტანს წარწერას: "ამოირჩიეთ მომხმარებელი". მასზე დაკლიკებით ჩამოიშლება ჩამონათვალი, რომელთაგანაც ამოირჩიეთ: "შესვლა საიტის მომხმარებლებისთვის".
- პირველი ვიზიტისას გახსნილი ფანჯრის მარჯვენა ნაწილში შეიტანეთ თქვენი მონაცემები და გაიარეთ რეგისტრაცია.
- ავტორიზაციიხ ველებში შეიტანეთ პირადი ნომერი, პაროლი და დააკლიკეთ შესვლის ღილაკს - ავტორიზაცია დასრულებულია.
- ავტორიზაცია/რეგისტრაციის მწვანე ღილაკზე გამოჩნდება თქვენი პირადი ნომერი.
- მასთან კურსორის მიტანით ჩამოიშლება თქვენი პირადი კაბინეტის ქვეგვერდების ჩამონათვალი:
- საიტზე თქვენი საიდენტიფიკაციო ნომერი;
- "ჩემი შეკვეთები" - ამ გვერდზე განთავსდება ყველა თქვენს მიერ გაკეთებული შეკვეთა და მათზე მიმაგრებული ფაილები.
- "წერილი ადმინისტრაციისგან" - ამ გვერდზე მიიღებთ შეტყობინებებს საიტის ადმინისტრაციისგან.
- "ჩემი პარამეტრები" - ამ გვერდზე შეძლებთ რეგისტრაციისას შეტანილი ცვლადი პარამეტრების განახლებას.
- "გასვლა" - ამ ღილაკის გააქტივებით უნდა დაამთავროთ საიტზე მუშაობა (მიზანშეწონილია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისთვის).
შემკვეთი ორგანიზაციების და შემსრულებლების ავტორიზაცია:
საიტის მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ავტორიზაცია/რეგისტრაციის ღილაკის გააქტივების შემდეგ ეკრანზე გამოიტანს წარწერას: "ამოირჩიეთ მომხმარებელი". მასზე დაკლიკებით ჩამოიშლება ჩამონათვალი, რომელთაგან:
- "შესვლა შემკვეთი ორგანიზაციებისთვის" - უნდა ამოირჩიონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისებით.
- "შესვლა კონსულტანტებისთვის" - უნდა აირჩიონ სპეციალისტებმა, რომლებიც ასრულებენ ვიდეო/დისტანციურ და ბინაზე მომსახურების სერვისებს.
- "შესვლა კლინიკებისთვის" - უნდა აირჩიონ სამედიცინო ორგანიზაციებმა, რომლებიც საიტზე ჩაწერილ პაციენტებს ემსახურებიან თავიანთ კლინიკებში, ამბულატორიებში.
- "შესვლა ლაბორატორიებისთვის" - უნდა აირჩიონ ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ პაციენტთა ლაბორატორიულ კვლევებს ბინაზე ან სხვა კლინიკაში საიტიდან მიღებული შეკვეთების საფუძველზე.
- "შესვლა ტრანსპორტირების ორგანიზაციებისთვის" - უნდა აირჩიონ ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ პაციენტთა ტრანსპორტირებას, სასწრაფო დახმარებას.
- "ორგანიზაციების ხელმძღვანელები" - უნდა აირჩიონ იმ ორგანიზაციების დირექტორებმა, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობენ ჩვენ საიტთან.
- ზემოთ ჩამოთვლილ მომხმარებელთა რეგისტრაციას ახორციელებს საიტის ადმინისტრაცია.
არჩეულ წარწერაზე დაკლიკებით გაიხსნება ფანჯარა ავტორიზაციის ველებით:
- მომხმარებელი
- პაროლი
შეიყვანეთ ადმინისტრაციისგან მოწოდებული კოდები შესაბამის ველებში და დააწექით შესვლის ღილაკს - ავტორიზაცია დასრულდებულია.
თუ დაგავიწყდათ ავტორიზაციის კოდები, უნდა დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას!!!!!
პაროლის აღდგენა სატიდან ავტომატურად შეუძლიათ მხოლოდ დამოუკიდებლად რეგისტრირებულ გარეშე მომხმარებლებს.