ვიდეო კონსულტაცია
ინფორმაციის გაცვლა ხდება ON-LINE რეჟიმში - კონსულტანტისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შეკვეთაში მითითებულ დროს ხორციელდება პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი ექიმსა და პაციენტს შორის.
ამ მეთოდს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია დისტანციურ კონსულტაციებთან შედარებით, რადგან ექიმი პირადად აფასებს ვიზუალურად პაციენტის მდგომარეობას; შეუძლია გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება უშუალოდ პაციენტისგან ან მასზე პასუხისმგებელი პირისგან, ვიდრე ტექსტური ჩანაწერიდან.