შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

პირველად საქართველოში

 

მსოფლიოში პირველი ინოვაციური პროექტი სამედიცინო მომსახურების სფეროში

 

შპს „მადლი“  ვებ-გვერდის www.bisamo.ge  საშუალებით გთავაზობთ

კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას ბინაზე:

 

დისტანციური / ვიდეო კონსულტაციები:

  • ​- სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ოფლაინ /ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ  რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ საიტის თქვენს პერსონალურ გვერდზე (რეგისტრაციის შემთხვევაში) - ოფიციალური ფორმა ექიმის ხელმოწერით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (როცა შემკვეთი ამბულატორიის ან კლინიკის ექიმია) უნდა ჩაეკრას ავ-ის ისტორიაში. 

            [ ეს სერვისი განსაკუთრებით მიზანშეწონილია რეგიონული კლინიკებისა და ამბულატორიებისთვის ]

 

ბინაზე /*კლინიკაში მომსახურება / ლაბორატორია : თქვენთვის საჭირო სპეციალისტი

  •  გეწვევათ სახლში,  დაგეხმარებათ დაავადების დადგენაში, დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს, მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, გამოკვლევის გეგმას;
  • ადგილზე  ჩაგიტარებთ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს.
  • აიღებს სისხლს (მასალას) ლაბორატორიული ანალიზებისათვის (პასუხებს მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე).

* კლინიკაში - იგულისხმება სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც იმყოფება პაციენტი.

კლინიკაში ჩაწერა:

  • შეგიძლიათ ამოირჩიოთ  კლინიკა და ჩაეწეროთ:
    • თქვენთვის სასურველ ექიმთან კონსულტაციაზე
    • მანიპულაციაზე 
    • დიაგნოსტიკურ კვლევაზე
    • ლაბორატორიულ კვლევაზე
    • გეგმიურ ოპერაციაზე

                   და ამასთანავე ვაუჩერის შეძენით მიიღოთ მნიშვნელოვანი ფასდაკლება ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებზე..

 

ტრანსპორტირება:

  • შეგიძლიათ  ფასდაკლების ვაუჩერის  შეძენით თქვენთვის სასურველ დღეს და საათზე შეუკვეთოთ:
    • პაციენტის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე, მეზობელ ქვეყნებში ან პირიქით რეანიმობილის საშუალებით, სამედიცინო ბრიგადის თანხლებით.
    • მიცვალებულის ტრანსპორტირება იგივე მიმართულებებით სამედიცინო ბრიგადის გარეშე.
    • სასწრაფო სამედიცინო მომსახურება თბილისში, მის შემოგარენსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში.
    • ი/ვენური ინფუზიისთვის სამედიცინო ბრიგადა.

 

კონტინგენტი, რომელსაც ვემსახურებით:   

  • პაციენტები, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
  • პაციენტები, რომელთაც არ აქვთ რიგებში დგომის, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილების დრო და სურვილი.
  • პაციენტები, რომელთაც არ იციან, არა აქვთ გარკვეული, თუ რომელ სპეციალისტს მიმართონ;
  • პაციენტები, რომელთაც  სურთ ნაკლები ფინანსური დანახარჯებით მიიღონ კვალიფიციური პირველადი სამედიცინო მომსახურება და პირდაპირი კავშირი იქონიონ წამყვან სპეციალისტებთან;
  • პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო პროცედურები: ინტრავენური ინექციები (გადასხმა), ჭრილობისა და ნაწოლების დამუშავება, ექიმის დანიშნულების შესრულება, საექთნო დახმარება და სხვა;
  • პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ან პოსტჰოსპიტალური მზრუნველობა (რეაბილიტაცია);
  • საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ბენეფიციარი, რომელსაც მისი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო არ აქვს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა.
  • საქართველოს გარეთ მყოფი ბენეფიციარები, რომელთაც ადგილზე არ აქვთ საშუალება მიიღონ სამედიცინო მომსახურება.
  • საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების, კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებების ექიმები, რომელთაც პაციენტთა მკურნალობის მართვისთვის ესაჭიროებათ სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები:

 

ჩვენი საიტი საშუალებას იძლევა ნებისმიერმა ბენეფიციარმა მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დისტანციური/ვიდეო კონსულტაცია ოფიციალური ფორმის საშუალებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაეკრას ავადმყოფის ისტორიაში.

 

მომსახურებების ჩამონათვალი მიბმულია შესაბამისი დასახელების ღილაკთან და ეს ღილაკები განლაგებულია მთავარი გვერდის ცენტრალური ნაწილში. საიტზე სერვისების რაოდენობა მუდმივად იცვლება და შესაძლებელია რეალურად არსებული სერვისები არ ემთხვეოდეს ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალს. მიადევნეთ თვალი  სიახლეებს  და მიიღეთ მაქსიმალური შეღავათი !

www.bisamo.ge

 

P.S.  ყველა ჩვენი მომსახურება გეგმიურია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების გარდა.

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით