შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

 

შპს „ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“

 

საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა თითქმის საუკუნოვანი

გამოცდილების მქონე ორი დაწესებულების შპს „ ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის“

(მდებარე კონსტიტუციის ქ.4) შერწყმა სს „კანისა  და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან“

(მდებარე ნინოშვილის ქ.55). ამ კედლებში აღიზარდა საქართველოს დერმატოვენეროლოგთა მრავალი თაობა.

მათ შორის ბევრი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, რომლებიც მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილებით და

ტრადიციებით აგრძელებენ მუშაობას შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნულ ცენტრში“.

ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ.5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა). ცენტრში მუშაობს

შემდეგი დეპარტამენტები:

დერმატოლოგიური- კანის ალერგიული, ინფექციური, სოკოვანი, პარაზიტული და ვირუსული  დაავადებების და

აგრეთვე კოლაგენოზების, რეტიკულოზების, აუტოიმუნური, გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირება და

მკურნალობა ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებში.

დერმატო-კოსმეტოლოგიური- კანის, თმების, ფრჩხილების დაავადების მკურნალობასთან ერთად ტარდება

შემდეგი დემატოკოსმეტოლოგიური პროცედურები:

მეჭეჭებისა და პაპილომების, ქსანთელაზმების და კონტაგიოზური მოლუსკების მოცილება, გაფართოებული

სისხლძარღვების გაუფერულება, კანის გასაახალგაზრდავებლად ტარდება ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია და

ა.შ. დეპარტამენტი აღჭურვილია კანის მოვლისა და გაახალგაზრდავების უახლესი თანამედროვე აპარატურით.

სქესობრვი გზით გადამდებ დაავადებათა- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა,

ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალურიკანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვა)

დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ვირუსული ინფექციები - მუშაობს ისეთ სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსი,

მარტივი ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვა. სამწუხაროდ ეს პრობლემა აწუხებს მოსახლეობის

45-50%-ს. ამ ვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, როგორიცაა მყარი ნევროლოგიური

დარღვევები, ავთვისებიანი სიმსივნე, უშვილობა.

ანდროლოგიური - სხვადასხვა გენეზის, უშვილობის და სექსუალური დარღვევების კომპლექსური გამოკვლევა

და მკურნალობა მაღალეფექტური, თანამედროვე მეთოდებით.

განყოფილება „ჯანმრთელობის კაბინეტი“ - ემსახურება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებს (კომერციული სექს-

მუშაკი ქალები, ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცები). წარმოებს სგგი-ზე უფასო კვლევა და მკურნალობა.

მუშაობის პრინციპია:

რეგისტრაციის ანონიმურობის სისტემა, პაციენტთა სრული კონფიდენციალობის უზრუნველყოფა. ფსიქოლოგიური პრე- და

პოსტანალიზური   კ ო ნ ს უ ლ ტ ი რ ე ბ ა, რომელსაც ატარებს ფსიქოლოგ-კონსულტანტი.

პუვა - თერაპიის კაბინეტი - აღჭრვილია თანამედროვე აპარატურით და მოწყობილია ისე, რომ შეესაბამება მსოფლიო

სტანდარტებს. ფოტოთერაპიული მეთოდი დღეისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდია ისეთ დაავადების სამკურნალოდ,

როგორიცაა:

ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვიტილიგო, ნეოროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ფუნგოიდურიმიკოზი, სკლეროდერმია,

ვარდისფერი პიტირიაზი, ალოპეცია, აკნე და სხვა. ამ მეთოდით ნამკურნალები პაციენტის 90-96% კლინიკურად

გამოჯანმრთელებულად ითვლებიან. დამტკიცებულია  ამ მეთროდის სრული უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა.

სექსოლოგიის კაბინეტი - წარმოებს სექსუალური დარღვევების სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ანონიმურობის

დაცვით ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის პაციენტებისათვის.

პოდოლოგიური კაბინეტი - თანამედროვე აპარატურით ხდება დისტროფიული ფრჩხილის, ჰიპერკერატოზული

კანისა და ნაპრალების დამუშავება, ჩაბრუნებული ფრჩხილის და კოჟიჟის მკურნალობა.

ჰიდროკოლონოთერაპიიის კაბინეტი - მსხვილი ნაწლავის ღრმა გამორეცხვა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი

აპარატით, რითაც ხდება პაციენტთა დეზინტოქსიკაცია, ორგანიზმის მინერალური ბალანსის კორექცია.

კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ( გონოკოკის, ტრიქომონიაზის,

ურეაპლაზმოზის, სიფილისის, ქლამიდიოზის) იდენტიფიკაცია მაღალი სიზუსტით. კანისა და მისი დანამატების სრული

გამოკვლევა, მათ შორის პარაზ სოკოებზე. დიაგნოსტირება წარმოებს სპეციფიკური ბაქტერიოლოგიური

ანალიზატორის, კლინიკური და ბიოქიმიური უახლესი აპარატურის საშუალების 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების

ლაბორატორიული კვლევა.

სტაციონარული განყოფილება - საქართველოში ერთადერთი პროფილური სტაციონარია, სადაც წარმოებს

პაციენტთა 24 საათიანი მომსახურება, მათ შორის დერმატოონკოლოგიური, მცირე უროლოგიური და

დერმატოქირურგიული პაციენტებისათვის.

ცენტრი ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ.5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).



შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით