შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

ლაქები ფრჩხილებზე

ფრჩხილებზე ლაქების გაჩენის მიზეზები:

ფრჩხილის ფირფიტებზე ლაქების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი. ამიტომაცაა, რომ ლაქები უფრო მეტად თავს იჩენს ბავშვობის ასაკში, როცა ნივთიერებათა ცვლა ბავშვის ორგანიზმში არასტაბილურია. 

ამავე მიზეზით უჩნდებათ ლაქები ფეხმძიმე და ნამშობიარებ ქალებს. თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს კალციუმის, თუთიისა და რკინის  როგორც ნაკლებობა, ასევე მათი სიჭარბე.

ლაქები ფრჩხილებზე შეიძლება გამოიწვიოს ასევე:

  • საკვებში ცილების ნაკლებობამ
  • თირკმლების დისფუნქციამ -  უმეტესად ქრონიკული თირკმლების უკმარისობა.
  • ფილტვების დაავადებამ;
  • ჰორმონალურმა დისბალანსმა;
  • სისხლში შაქრის სიჭარბემ ან დატვირთულმა ნახშირწყლოვანმა ცვლამ;

ერთ ან ორ ფრჩხილზე თეთრი ლაქების გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან და ემოციურ სტრესთან.

ვერტიკალური ზოლები ფრჩხილებზე

ზოლები შესაძლებელია იყოს ერთეული ან მრავლობითი - ფარავდეს მთელ ზედაპირს; განლაგებულია უპირატესად ფრჩხილის ცენტრალურ ნაწილში. მკვეთრად გამოხატული ზოლები მიანიშნებენ პანკრეასის ან ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევაზე ან მნიშვნელოვან სტრესზე, ვიტამინ A -ს ნაკლებობაზე.

 ვერტიკალური ზოლები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა დარღვეულია პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, დაზიანებულია მატრიცა, ფრჩხილის ბუდე, ასევე წითელი ბრტყელი ლიქენის, პოდაგრის, ფსორიაზის, ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის და სხვა ქრ. დაავადებებისას.

ზოლები შეიძლება გაჩნდეს ხანგრძლივი და მძიმე დაავადებების შემდეგ, რომლებიც განკურნების შემდეგ თავისით ქრება. ზოლები ასევე შესაძლებელია გაუჩნდეს ჯანმრთელ პირებსაც ხანდაზმულ ასაკში.

ბო - ს ღარი

განსაკუთებით აღსანიშნავია ე.წ. "ბო"-ს ღარი, რომელიც კვეთს ფრჩხილს გარდიგარდმო რკალის სახით. ვლინდება ისეთ (მძიმედ მიმდინარე) ინფექციური დაავადებების ფონზე, როგორიცაა: გრიპი, ჩუტყვავილა, პნევმონია, ყივანახველა, წითელა და სხვა ბავშვთა ინფექციები; შესაძლოა გამოვლინდეს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ღარის სიღრმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა დრო გავიდა გადატანილი ინფექციიდან იმის გათვალისწინებით, რომ ფრჩხილის სრულ გაზრდას საშუალოდ 3,5 თვე სჭირდება.

მყიფე და მსხვრევადი ფრჩხილები მიგვანიშნებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების დარღვევაზე.

ფრიდრეიხის ტერფი

ტერფის დეფორმაცია - მისი დამოკლებით, ზედმეტად მაღალი თაღით და თითების არასწორი განლაგებით (ძირითადი ფალანგები გაშლილია, საფრჩხილე - მოხრილი); ძირითადად ვლინდება ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიის დროს.

ლაიელის სინდრომი

(ეპიდერმული ტოქსიური ნეკროლიზი)

- ალერგიული დერმატოზი - მედიკამენტოზური ბუნების, ხასიათდება კანის ზედაპირული ფენების, ლორწოვანი გარსების სწრაფი ნეკროზითა და ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც მალევე იხსნება. მიმდინარეობს მძიმე ზოგადი ინტოქსიკაციით. ერთადერთ ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენს კორტიკოსტეროიდების შეყვანა (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ა.შ.).

რინოფიმა

ცხვირის კანის ქრონიკული დაავადება. ხასიათდება მისი ყველა ელემენტის ჰიპერტროფიით, გადიდებით და დამახინჯებით. ძირითადად უვითარდებათ 40-50 წლის მამაკაცებს. ეტიოლოგია არ არის დადგენილი.

ალერგიის სიმპტომები

სურათზე აღნიშნულის გარდა შეიძლება გამოვლინდეს:

  • გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კრუნჩხვები, დიარეა.
  • გამონაყარი კანზე, ბუშტუკები, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება ...

ართრიტი

მენ-ბარძაყის სახსრის ართრიტი:

ართრიტის ძირითადი სიმპტომები:

- ტკივილი სახსრებში

- შეშუპება სახსრების ირგვლივ

- სახსრების შეშუპება

- მოძრაობის შეზღუდვა და გაძნელება

- კანის შეწითლება სახსრის ირგვლივ

- სახსრების გაშეშება, განსაკუთრებით დილით

- ადგილობრივად ტემპერატურის მომატება.

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით