შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე შესვლა/რეგისტრაცია

ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! ქირავდება ან იყიდება ჩვენი საიტი! დაგვიკავშირდით 551-83-01-01.                    საიტზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია! ბოდიშს გიხდით ინფორმაციის სიმცირისა და არასრული სერვისების გამო!                    ყურადღება! ნებისმიერი პროფილის ყველა სერტიფიცირებულ ექიმს, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ანაზღაურებადი კომუნიკაცია თავის პაციენტებთან დისტანციური ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ.                    სათანამშრომლოდ ვიწვევთ რეგიონული კლინიკების, ამბულატორიების და სოფლის ექიმებს ანაზღაურებად სამუშაოზე. ერთადერთი პირობაა ინტერნეტკავშირისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების არსებობა.                    ვიდეო კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.                          ყურადღება ! ყველა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას ! ადგილზე დაავადებათა მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური/ვიდეო კონსულტაციები ჩვენი საიტის იმ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან, რომლებიც თქვენ არ გყავთ ან გსურთ მეორე აზრის დაფიქსირება პაციენტის მდგომარეობის შეფასების ან შემდგომი მკურნალობის მიზნით.                     

მანგანოტის ჰეილიტი

მანგანოტის ჰეილიტი

- ხასიათდება გამოვლინების საკმაო მრავალფეროვნებით. ტიპიურ შემთხვევებში დაზიანების კერას აქვს მრგვალი, ოვალური ან არასწორი ფორმა. წარმოადგენს კიბოსწინარე მდგომარეობას. 

აქტინიური ჰეილიტი

აქტინიური ჰეილიტი

დაავადება ძირითადად ვლინდება 30-60 წლის მამაკაცებში. თანამედროვე კლასიფიკაციით გამოყოფილია პათოლოგიის ექსუდაციური და მშრალი ფორმები.

ალერგიული არტერიოლიტი

ალერგიული არტერიოლიტი ანუ რეიტერის ვასკულიტი

დაავადებულის კანის მიკროსკოპით გამოკვლევისას ვლინდება დაზიანებული სისხლძარღვთა კედლების შეშუპება, განსაკუთრებით შიდა შრის. მათში ფიქსირდება იმუნური უჯრედების დიდი გროვები, რომლებიც აღწევენ სისხლის სადინარიდან ანთებითი რეაქციების შედეგად.

ალერგიული დერმატიტი

ალერგიული დერმატიტი

- კლინიკური გამოვლინებით ძალიან ჰგავს ეგზემის მწვავე სტადიას. დასაწყისში კანზე ჩნდება საკმაოდ დიდი ზომის წითელი ლაქები, რომლის ფონზეც შემდგომში ფორმირდებიან უწვრილესი ბუშტუკები.

კანის ამილოიდოზი

კანის ამილოიდოზი

- კანზე ვლინდება დიდი ზომის პათოლოგიური კერები, რომელსაც აქვს  ჯანმრთელ კანთან შედარებით მუქი შეფერილობა და არასწორი ხორკლიანი ზედაპირი. იწყება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით: განიცდის სისუსტეს, მტკივნეულ შეგრძნებებს ჩონჩხის კუნთებში, ეზღუდება მოძრაობა სახსრებში. როგორც წესი,  ქავილი არ აღინიშნება. რიგ შემთხვევებში ვლინდება თანმხლები დაავადებები, უფრო მეტად მიელომების სახით და ცილით შარდში, რაც მიგვანიშნებს ცილოვანი ცვლის დარღვევაზე პაციენტის ორგანიზმში.

ათერომა

ათერომა

- ყველაზე ხშირად უვითარდებათ პუსტულოზური ფერისმჭამელებით დაავადებულ პირებს. კერები ვლინდება უპირატესად კისრის, ლოყების მიდამოებში, ყურის უკან, მკერდსა და ზურგზე.

სახის კანის ბაზალიომა

სახის კანის ბაზალიომა

- დასაწყისში კანზე ჩნდება უმტკივნეულო გამკვრივება, რომელიც შემდგომში წყლულდება და იფარება ქერქით. თუ მას მოვაშორებთ, ქერქი წარმოიქმნება ხელახლა. თანდათანობით წყლული და ირგვლივი გამკვრივება იზრდება.

ბაზალურუჯრედოვანი კანის კიბო (ბაზალიომა)

ბაზალურუჯრედოვანი კანის კიბო (ბაზალიომა)

ამ ტიპის სიმსივნე უპირატესად ლოკალიზდება სხეულის დაფარულ ნაწილებზე. პეჯეტისმაგვარი ეპითელიომა - ეს არის მრავლობითი სიმსივნეები, რომლებიც არ ახდენენ კანის ინფილტრაციას და არ სცდებიან ზედაპირს. მოცემული სიმსივნის ფერი იცვლება მკრთალი ვარდისფერიდან წითლამდე, ბრტყელია, მარგალიტისფერი წამოწეული კიდეებით, ზომით 4 სმ-მდე.

ბართოლინიტი

ბართოლინიტი

დაზიანება ბართოლინიტის დროს შეიძლება მდებარეობდეს ჯირკვლის სხვადასხვა ნაწილში, და ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს გამოვლინების სპეციფიურობაზე. შეიძლება დაზიანდეს ჯირკვლის სადინარები (ამ შემთხვევაში დაავადების სახელწოდება იქნება კანალიკულიტი), ან მთლიანად ჯირკვალი (ბართოლინიტი).

კვანძოვანი ტრიხოსპორია

კვანძოვანი ტრიხოსპორია

დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად. თმის ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის, თეთრი ფერის მკვრივი კვანძები, რომლებსაც აქვთ ოვალური ან არასწორი ფორმა და გარშემორტყმულია თმის ღერზე. კვანძები წარმოადგენს სოკოს სპორების გროვას და პალპაციით ადვილად ისინჯება. ვლინდება სხვადასხვა პათოლოგიებით დაქვეითებული იმუნიტეტის დროს.

კანის მეჭეჭისებური ტუბერკულოზი

კანის მეჭეჭისებური ტუბერკულოზი

ტიპიურად პროცესი ვლინდება მტევნისა და თითების ზედა ზედაპირზე, იშვიათად ლოკალიზდება ტერფებზე. თავიდან წარმოიქმნება მკვრივი, თხილისოდენა მოლურჯო-მოწითალო ფერის შემაღლება, რომელიც მიდრეკილია ზრდისაკენ და თანდათან გარდაიქმნება მკვრივ, ბრტყელ ბალთად.

ახალშობილთა ბულოზური იმპეტიგო

ახალშობილთა ბულოზური იმპეტიგო

დიაგნოზის დადგენა რთული არ არის და ისმება კლინიკური სურათის მიხედვით.

ვეზიკულოპუსტულოზი

ვეზიკულოპუსტულოზი

დასაწყისში წარმოიქმნება პუსტულები საოფლე ჯირკვლების სადინარებში, რომლებიც  ჩვეულებრივ განლაგებულია იღლიებში, საზარდულის ნაკეცებში, თავისა და სხეულის თმიან ნაწილში. პუსტულები მიდრეკილია გაერთიანებისკენ, შეიძლება დაფაროს სხეულის დიდი ნაწილი და წარმოქმნას ღრმა დაზიანებები. ასეთი მიმდინარეობა დამახასიათებელია დასუსტებული ბავშვებისთვის.

ჭორფლი

ჭორფლი

ჭორფლი წარმოადგენს მცირე ზომის ლაქებს, რომლებსაც აქვთ მოყავისფრო ან ღია ყვითელი შეფერილობა. კანის ზედაპირიდან არ არის ამოწეული და არ იქერცლება. ჩვეულებრივ სიმეტრიულად არიან განლაგებული კანზე. პათოლოგიური პროცესი მდებარეობს სახეზე, კისერზე, მკერდზე, ზურგზე, კიდურებზე და სასქესო ორგანოების მიდამოში.

ვიტილიგო

ვიტილიგო

- ვლინდება მრგვალი ან ოვალური ფორმის ლაქებით, რომლებშიც არ არის პიგმენტი მელანინი. დასაწყისში ლაქები მცირე ზომისაა - 0,2-0,3 სმ დიამეტრით, მაგრამ შემდგომში მნიშვნელოვნად იზრდება. გარეგნულად ისინი თეთრია, რძისფერი ან სპილოსძვლისფერი.

ვულვიტი

ვულვიტი

არსებობს მწვავე და ქრონიკული ვულვიტები. დაავადების მწვავე ფორმის შემთხვევაში მისი მახასიათებელი ნიშნები ვითარდება სწრაფად; გარე სასქესო ორგანოებზე ჩნდება სიწითლე და შეშუპება, კანისა და ლორწოვანის ზედაპირი იფარება ჩირქოვანი მასით, საზარდულშიც ასევე ჩნდება წითელი ლაქები. 

ვულგარული ანუ სტრეპტო-სტაფილოკოკური იმპეტიგო

ვულგარული ანუ სტრეპტო-სტაფილოკოკური იმპეტიგო

რუბრომიკოზი

გენერალიზებული რუბრომიკოზი

რუბრომიკოზის ერითემატოზურ-სქვამოზური კერები აზიანებენ კანის ნებისმიერ უბანს, მიმდინარეობს ძლიერი ქავილით და ჰგავს მრავალ სხვა კანის დაავადებას. განმასხვავებელი ნიშანია წყვეტილი, შეშუპებული რგოლი პერიფერიაზე. 

ჰიდრადენიტი

ჰიდრადენიტი

დაავადება იწყება კანის სისქეში მცირე ზომის, შეხებით მცირედ მტკივნეული მკვრივი კვანძების წარმოქმნით. შემდეგ მიმდინარეობს კვანძების სწრაფი ზრდა, კანთან მიმაგრება, გამობერვა დვრილების მსგავსად. ამასთანავე ძლიერდება მტკივნეულობა, კანი კვანძების ზედაპირზე იღებს მოლურჯო ელფერს, ვლინდება მიმდებარე ქსოვილების შეშუპება.

ღრმა ბლასტომიკოზი

ღრმა ბლასტომიკოზი

არსებობს ორი სახეობა:

- ჯილ-კრაისტის (ჩრდილოამერიკული) ღრმა ბლასტომიკოზი;

- ბუსე-ბუშკეს (ევროპული, კრიპტო-კოკოზი, ტორულოზი) ღრმა ბლასტომიკოზი.

სოკოსებური მიკოზი

სოკოსებური მიკოზი

კლინიკურად ვლინდება იმით, რომ ინფილტრირებულ, ჰიპერემიულ კანზე ჩნდება მსხვილფირფიტოვანი ქეცლი. ამიტომ ამ ფორმას ერითროდერმულსაც უწოდებენ. ლეტალური გამოსავლის შემთხვევაში დაავადებულთა შინაგანი ორგანოების პათოლოგანატომიური კვლევისას ნახულობენ კვანძებს ისეთივე ჰისტოლოგიური ცვლილებებით, როგორც კანში.

ბულოზური ეპიდერმოლიზის დაავადებათა ჯგუფი

ბულოზური ეპიდერმოლიზის დაავადებათა ჯგუფი

უმეტესად დაავადება ვითარდება ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან. თუმცა ლიტერატურაში აღწერილია სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევები გვიან ასაკში. დაავადებულის კანზე ჩნდება თხელკედლიანი ბუშტუკები. მათი ზომები მერყეობს ბარდისა და ბერძნულ კაკალს შორის, იშვიათია უფრო დიდი ზომის წარმონაქმნები.

დერმატიტები

დერმატიტები

უპირობო გამღიზიანებლების მოქმედების შედეგად წარმოქმნილ დერმატიტს უწოდებენ მარტივს, ხელოვნურს ან არტიფიციალურს. ხოლო პირობითი გამღიზიანებლების მოქმედებით გამოწვეულ დაავადებას - ალერგიულს, რადგან თვითონ ამ გამღიზიანებლებს ეწოდებათ ალერგენები.

დერმატომიოზიტი

დერმატომიოზიტი

დაავადება შეიძლება დაიწყოს მწვავედ ან განვითარდეს თანდათან. დაავადების დამახასიათებელ გამოვლინებას წარმოადგენს კუნთოვანი სინდრომი კუნთოვანი სისუსტის სახით, ტკივილებით კუნთებში. მატულობს სხეულის ტემპერატურა, იწყება ტკივილები სახსრებში, მკვრივი გავრცობილი შეშუპებები, კანის დაზიანებები.

ხიწვი

ხიწვი

  •  საგანი, რომელიც ხიწვს წარმოადგენს, უმეტესად დაბინძურებულია, ამიტომ შეუძლია გამოიწვიოს დაჩირქება. განსაკუთრებით საშიშია ხელისა და ფეხის თითების ხიწვი, მათ შორის ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ. მოუშორებელი ან ასეპტიკის წესების დარღვევით მოშორებულმა ხიწვმა შეიძლება გამოიწვიოს პანარიციუმი - ეს არის თითის ქსოვილების მწვავე ჩირქოვანი ანთება. 

სახის ავთვისებიანი გრანულომა

სახის ავთვისებიანი გრანულომა

დაზიანების პირველი კერები ვითარდება ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსებზე, ზოგჯერ ხახაში, ხორხში, გლანდების ზედაპირზე, სახეზე. შემდგომში ვრცელდება სხვა ადგილებზე.

ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი

ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი

უმეტესად მამაკაცებში არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. თუ პათოლოგია უვითარდება ქალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თმების ზრდა იწყება ქალისათვის არადამახასიათებელ ადგილებში (ლოყებზე, ზედა ტუჩზე, წვივებზე, ნიკაპზე), ეს იწვევს პაციენტის გაღიზიანებას და წუხილს, რადგან სახეზეა აშკარა კოსმეტიკური დეფექტი. 

იმპეტიგო

იმპეტიგო

კანის მწვავე ანთებითი ინფექციური დაავადება, გამოწვეული სტრეპტო და/ან სტაფილოკოკებით. ვლინდება ჩირქგროვების წარმოქმნით, რომლებიც გადაიქცევა ფუფხად და უკვალოდ ქრება.

ჭეშმარიტი ბუშტუკა ანუ პემფიგუსი

ჭეშმარიტი ბუშტუკა ანუ პემფიგუსი

- უმეტესად ავადდებიან ქალები 40-დან 60 წლამდე. ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება იშვიათად და ხასიათდება მძიმე, არცთუ იშვიათად ავთვისებიანი მიმდინარეობით და ლეტალური გამოსავლით.

იხტიოზი და იხტიოზისმაგვარი დაავადებები

იხტიოზი და იხტიოზისმაგვარი დაავადებები

გარქოვანების გენეტიკურ დაავადებათა ჰეტეროგენული ჯგუფი; კერატოზის სახესხვაობა კანის საფარველის ნაწილობრივი ან სრული დაზიანებით.

დაავადება განსაკუთრებულად გამოხატული ხდება დაახლოებით 9-10 წლის ასაკში, როცა იწყება სქესობრივი მომწიფება და ბევრი ცვლითი პროცესი, მათ შორის კანში, განიცდის მნიშვნელოვან გადაწყობას. 

კარბუნკული

კარბუნკული

კარბუნკულის განვითარების დასაწყისში კანში ჩნდება რამდენიმე ცალკეული მკვრივი კვანძი. რომლებიც შემდგომში ერწყმის ერთმანეთს. ეს უკანასკნელი იზრდება და ზოგჯერ ბავშვის ხელისგულის ზომას აღწევს. მისი ზედაპირი ემსგავსება ნახევარსფეროს, კანი ხდება დაჭიმული, ინფილტრატის ცენტრალური ნაწილი მოლურჯო ელფერის. გამოხატულია ადგილობრივი მტკივნეულობა.

პილონიდალური კისტა

პილონიდალური კისტა

თანდაყოლილი დაავადება - კუდუსუნისა და გავის პროექციაში კანის უჯრედებისაგან წარმოიქმნება კისტოზური ღრუ. ის შეიძლება დაჩირქდეს და გარეგნულად გამოვლინდეს, როგორც ინფილტრატი ან აბსცესი. ძირითადად ეს დაავადება უვითარდებათ 16 - 25 წლის ასაკში. დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდება ნეგროიდული რასის პირებში. ხშირია მისი გამოვლინება კავკასიის ხალხებში და არაბებში. მამაკაცები ავადდებიან სამჯერ მეტად, ვიდრე ქალები. 

რგოლისებური გრანულომა

რგოლისებური გრანულომა

დაავადება უმეტესად უვითარდებათ ბავშვებს და მოზარდებს. ვლინდება  მცირე ზომის, საშუალოდ 3-4 მმ დიამეტრის,  მკვრივი, მტკივნეული, ვარდისფერი კვანძების გამონაყარით. 

კონტაქტური დერმატიტი

კონტაქტური დერმატიტი

გამონაყარის პირველი ნიშნებია წითელი ლაქები კანზე, რომლებიც შემოფარგლულია საკმაოდ მკვეთრი, მაგრამ არასწორი და არათანაბარი კიდეებით. ამის ფონზე დაზიანებულ კერებზე ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკები და ჩირქგროვები.

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება

დაავადება ვლინდება უეცრად და ხასიათდება სხვადასხვა ზომის ურტიკარული გამონაყარით და ძლიერი ქავილით. ბუშტუკები ხშირად მომრგვალო ფორმისაა, იშვიათად - არასწორი წაგრძელებული. გამონაყარი ამობურცულია კანის ზედაპირიდან, პეიფერიაზე ვარდისფერი არშიით. ბუშტუკები შეიძლება გაერთიანდეს საკმაოდ მოზრდილ ზონებად.

ბრტყელი წითელი ლიქენი

ბრტყელი წითელი ლიქენი

დაავადების კანზედა გამოვლინებას წარმოადგენს გამონაყარი, რომელიც სრულიად ერთნაირად გამოიყურება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. დაზიანების კერებს აქვთ  თავისებური მკვრივი შემაღლებების სახე, გააჩნიათ არასწორი ფორმა. ზედაპირზე კარგი დაკვირვებისას, გეჩვენებათ, რომ ის ბჭყვიალებს.

ხელის და ფეხის გულების მემკვიდრეობითი ერითემა ანუ ერითროზი (ლანეს დაავადება)

ხელის და ფეხის გულების მემკვიდრეობითი ერითემა ანუ ერითროზი (ლანეს დაავადება)

დაავადების ძირითად ნიშანს წარმოადგენს დიდი ზომის მოწითალო ლაქების წარმოქმნა ხელისა და ფეხის გულებზე. მათი შეფერილობა მკვეთრი ჟოლოსფერია.

კანის ლეიშმანიოზი

კანის ლეიშმანიოზი

ძალიან ხშირად, როგორც ბავშვებში, ისევე მოზარდებში, დაავადება რთულდება ჩირქოვანი ინფექციების თანდართვით, რის გამოც შესაძლებელია განვითარდეს ფურუნკულოზი, წითელი ქარის მაგვარი კანის ანთება, ფლეგმონები. გამოსავალი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნურ სტატუსზე.

ლენტიგო

ლენტიგო

- ბრტყელი მუქი ყავისფერი ლაქა, რომელიც უვითარდებათ მოხუცებს, როცა ისინი ხშირად იღებენ მზის დასხივებას. ლენტიგო ხასიათდება მელანოციტების მომატებული დაგროვებით ეპიდერმისის ბაზალურ შრეში. ლაქები მრგვალი ან მოგრძო-ოვალური ფორმისაა და ოდნავ წამოწეული ჯანმრთელი კანის ზედაპირთან შედარებით. ისინი შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ღია და დაფარულ ნაწილებში, იშვიათად პირის ღრულს ლორწოვან გარსზე.

ლივედოადენიტი

ლივედოადენიტი

- ეს არის კისრის, იღლიის, საზარდულის, ყბისქვეშა ჯირკვლების შეშუპებით მიმდინარე დაავადება. უმეტესად უვითარდებათ ექსუდაციური დიათეზით, ტუბერკულოზით ან ამ დაავადებებისადმი მიდრეკილ პირებს - უპირატესად ქალებს სქესობრივი მომწიფების ასაკში. პათოლოგიის პირველი ნიშანია სხვადასხვა ფორმისა და ზომის მოცისფრო ფერის ლაქები.

ლიმფადენიტი

ლიმფადენიტი

ხშირად ინფექციის პირველად კერას აღარ აქვს მნიშვნელობა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ, სპეციფიურ და არასპეციფიურ ლიმფადენიტს. არასპეციფიური ლიმფადენიტს უმეტესად იწვევს სტაფილოკოკები, იშვიათად სტრეპტოკოკები და სხვა ჩირქოვანი მიკრობები, მათი ტოქსინები და ჩირქოვანი პროცესისას ქსოვილების დაშლის პროდუქტები.

შეგექმნათ პრობლემა? დაგვიკავშირდით