SARS-CoV-2
SARS-CoV-2-ის (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუს-2-ის) ვირიონების - უმცირესი ნაწილაკების - ჯგუფი ელექტრონულ მიკროსკოპში.
ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გამოვლინდა 2019 წლის ბოლოს.
SARS-CoV-2
SARS-CoV-2-ის ვირიონები ადამიანის უჯრედის ზედაპირთან შეერთებისას
კორონავირუსი მიეკუთვნება პათოგენების ოჯახს, რომელშიც შედის SARS-ისა და MERS-ის მომაკვდინებელი ვირუსები და სხვა, შედარებით უვნებელი, ვირუსების სახეობები.
SARS-CoV-2
SARS-CoV-2-ის ვირიონი
კორონავირუსს ეს სახელი შეარქვეს იმის გამო, რომ მას მიკროსკოპში შარავანდედის, გვირგვინის მსგავსი რამ არტყამს გარშემო. სიტყვა „კორონა“ ლათინურიდან მოდის და გვირგვინს ნიშნავს.
SARS-CoV-2
SARS-CoV-2-ის ვირიონის ჯგუფის გამოსახულება ელექტრონულ მიკროსკოპში.
ადამიანის უჯრედების - განსაკუთრებით, ფილტვში - რეცეპტორებთან შერწყმისთვის კორონავირუსი იყენებს წვეტიან გამონაზარდებს, როგორც გასაღებს, რათა უჯრედში შეიჭრას.
ТОРС-коронавирус-2
SARS-CoV-2
უჯრედში შეღწევის შემდეგ ვირუსი გამოყოფს გენეტიკურ მასალას. ამის შედეგად მასპინძელი უჯრედი იწყებს შეჭრილი ვირუსის ათასობით გამრავლებას. შემდეგ ახალი ვირიონების დიდი ჯგუფები აღწევენ უჯრედის კედლის გარეთ და სხვა ვირუსების ინფიცირება ხდება. ეს მომენტია ამ ფოტოზე გამოსახული ამერიკელი Covid-19-ით დაავადებული პაციენტის უჯრედის მაგალითზე.
SARS-CoV-2
კორონავირუსის ვირიონების დიამეტრი 120 ნანომეტრია, ანუ ადამიანის თმის ჭრილზე 750 ასეთი ვირიონი დაეტევა.